გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, პირველი თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით საქართველოში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 532 ფაქტი გამოავლინდა, მათგან 19 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 193 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე; აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 16 ფაქტი გამოვლინდა; სამეგრელო-ზემო სვანეთში – 30 ფაქტი, იმერეთში – 67 ფაქტი, გურიაში – 7, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 15, მცხეთა-მთიანეთში – 8 ფაქტი, შიდა ქართლში – 87, ქვემო ქართლის მასშტაბით – 43 ფაქტი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 61 ფაქტი დაფიქსირდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 1170 მ3-მდე ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 34 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.
მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.