მთავარი,სიახლეები

სუფსაში წუხელ დაჭრილი კაცი გარდაიცვალა

22.02.2019 • 2839
სუფსაში წუხელ დაჭრილი კაცი გარდაიცვალა

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გუშინ, 21 თებერვალს, დაახლოებით 21:00 საათზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში [ახალსოფელი] ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი კაცი გარდაიცვალა. მეორე დაჭრილი კი ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფება.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, პირი, რომელმაც მეზობლებს ესროლა, ცოტა ხნით ადრე სწორედ მათთან ერთად იმყოფებოდა და მცირე კონფლიქტის შემდეგ დაიშალნენ. მალევე ბრალდებული მივიდა ჯერ ერთ მეზობელთან, შევიდა მასთან სახლში და საწოლში მწოლიარეს ესროლა, შემდეგ მივიდა მეორე მეზობელთან, დაუძახა და გარეთ გამოსულს ესროლა. სროლის შედეგად ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

სოფელში ამბობენ, რომ თოფიდან გასროლის ხმა 15-წუთიანი ინტერვალით გაისმა.

მკვლელობაში ბრალდებული მიიმალა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, მაგრამ მუხლი გადაკვალიფიცირდება.

გადაბეჭდვის წესი