ბაგა-ბაღ „მადაგასკარის“ აღსაზრდელებმა ჩაატარეს საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კამპანია – „ვიზრუნოთ ერთმანეთზე, სიცოცხლე არ მეორდება“.
„შეიკარი ღვედი“, „დედა იარე ნელა“, „ნუ წაგვართმევთ სიცოცხლეს“, „ჩვენი უსაფრთხოებისთვის“ – ამ და სხვა გამაფრთხილებელი სლოგანებით „შეიარაღებული“ „მადაგასკარის“ აღსაზრდელები გზების იმ მონაკვეთებზე გამოჩნდნენ, სადაც მანქანები ინტენსიურად მოძრაობს.
ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მცდელობა შედეგიანი გამოდგა – მათ ნამდვილად გამოუვიდათ მძღოლების ყურადღების მიქცევა.
„მადაგასკარმა“ იზრუნა იმაზეც, რომ თავისი აღსაზრდელების აქცია თქვენამდე მოეტანა, ფოტოების სახით.
![„მადაგასკარელებმა“ ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს [ფოტოამბავი]](https://batumelebi.netgazeti.ge/wp-content/uploads/2019/05/madagaskari-mza.jpg)


![„შემოდგომა ბათუმში“ – „მადაგასკარის“აღსაზრდელების საშემოდგომო ფოტოსესია [ფოტო]](https://batumelebi.netgazeti.ge/wp-content/uploads/2018/11/46514107_2198504320430181_7982346704168943616_n-e1543588975706.jpg)


