მთავარი,სიახლეები

სტიკერები საქალაქო ტრანსპორტზე – მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში

02.05.2018
სტიკერები საქალაქო ტრანსპორტზე – მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში

ბათუმში სექტემბერში დაგეგმილ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადასთან დაკავშირებით სარეკლამო მასალის, ბანერის, სტიკერისა და ბადე სტიკერის განთავსება იგეგმება საქალაქო ტრანსპორტზე, ბულვარში მოძრავ სასეირნო მატარებელზე, საჭადრაკო კლუბ „ნონას“ ვიტრაჟებსა და დელფინარიუმზე.

შესაბამის მომსახურებას ა[ა]იპ „2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი“ ტენდერის საშუალებით შეისყიდის, რისთვისაც 16 250 ლარია გათვალისწინებული.

ავტობუსის მინები და ბულვარში მდებარე კლუბ „ნონას“ ვიტრაჟები დაფარული უნდა იყოს ბადესტიკერით, ხოლო სხვა დანარჩენი ადგილები – სტიკერით. შესაბამის დიზაინს ტენდერში გამარჯვებულს საორგანიზაციო კომიტეტი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიაწვდის.

საჭადრაკო ოლიმპიადის სარეკლამო მასალები ბათუმში ZONDA-ს ტიპის 7 ავტობუსზე, BOGDAN-ის – 5 და FAW-ის ტიპის 3 ავტობუსზე განთავსდება.

სატენდერო პირობის მიხედვით, მიმწოდებლისთვის ავტობუსის მარშრუტის ნომრის (ხაზების) გადაგზავნას ბათუმის სატრანსპორტო კომპანიასთან, კლუბ „ნონას“, დელფინარიუმისა და ბულვარში მოძრავ მატარებლების ადმინისტრაციასთან შეთანხმებას საორგანიზაციო კომიტეტი უზრუნველყოფს.

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში, ყინულის სასახლის ტერიტორიაზე ჩატარდება, სადაც ამ დროისთვის სამშენებლო და სხვა სახის სამუშაოები მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/118245/

https://batumelebi.netgazeti.ge/news/131204/

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: