საჯარო და კერძო სკოლების მეთერთმეტე და მეთორმეტეკლასელები გამოსაშვები გამოცდების იმიტაციაში მონაწილეობას უფასოდ შეძლებენ. მოსწავლეებს იმიტირებულ გამოცდებში მონაწილეობა „სანდო თანამგზავრის“ საშუალებით შეეძლებათ.

„ტესტირება გამოცდის ანალოგიურად ჩატარდება, ე.წ. CAT-ის ალგორითმით და სისტემით“, – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იმიტირებული გამოსაშვები გამოცდები 15 და 22 აპრილს ჩატარდება. პირველი იმიტირებული ტესტირებისათვის რეგისტრაცია 11 აპრილს, 15:00 საათზე დაიწყება.

მოსწავლეებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებგვერდზე www.ug.edu.ge.  ტესტირების მხარდამჭერია საქართველოს უნივერსიტეტი.

რეგისტრირებულ მონაწილეებს მათთვის სასურველ 2 საგანში შეეძლებათ ტესტის გავლა. იმიტირებულ ტესტირებაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

მოსწავლეებს ანალოგიური პროექტს სთავაზობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიც. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ტესტირება ფასიანია და 5 ლარი ღირს.

 

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version