მთავარი,სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე

24.02.2018 • 1764
საინფორმაციო შეხვედრა რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე

ასოციაცია „ჰერა XXI “ 28 თებერვალს, 14:00 დან 15:00 საათამდე, ხელვაჩაურის მერიის შენობაში,  საინფორმაციო საგანმანათლებლო შეხვედრას   ჩაატარებს.  შეხვედრის მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მშობლების ინფორმირება  რეპროდუქციული ჯანმრთელობის, უფლებებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სკითხებზე.

15:00 საათიდან 16:00 საათამდე კი ორგანიზაცია „ ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში“ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდება, სადაც შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმობა მოხალისეობასა და ახალგაზრდების ლიდერ – აქტივისტებად ჩამოყალიბების მნიშვნელობას.

ასოციაცია „ჰერას“ ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა საქართველოში.

„ჩვენ შევქმენით ინოვაციული ონლაინ-პლატფორმა  forparents.ge  და მობილური აპლიკაცია, სახელწოდებით „მშობლებისთვის“.  იმისათვის მათ უკეთ შეძლონ რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის, ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ შვილების ინფორმირება, ასაკზე მორგებული ფსიქოლოგიური და კულტურული ასპექტების გათვალისწინებით. მშობელთა ინფორმირებულობის კამპანიის ფარგლებში, გვსურს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მშობლებსაც მივაწოდოთ ინფორმაცია მათი ახალი შესაძლებლობის შესახებ. “ – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

 

გადაბეჭდვის წესი