მთავარი,სიახლეები

საქსტატი აკვაკულტურის გამოკვლევას იწყებს

24.02.2018 • 2017
საქსტატი აკვაკულტურის გამოკვლევას იწყებს

საქართველოს სატატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით აკვაკულტურის მეურნეობების გამოკვლევა სოფლის მეურნეობის, გარემოსა და სოფლის სტატისტიკის სტრატეგიული გეგმის ნაწილია და საქართველოში პირველად ჩატარდება.

საველე სამუშაოები ანდროიდ ტაბლეტების გამოყენებით მონაცემთა შეგროვების ახალი მეთოდით  [CAPI] განხორციელდება. ამისთვის  საქსტატმა  საველე პერსონალის ტრენინგები უკვე დაიწყო. სწავლება ევროკავშირის მხარდაჭერით, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან [FAO] თანამშრომლობით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის [ENPARD] ფარგლებში ხორციელდება.

გამოკვლევის მიზანია საქართველოში აკვაკულტურის შესახებ ოფიციალური სტატისტიკის წარმოება. გამოკვლევის შედეგად საქსტატი მიიღებს ინფორმაციას აკვაკულტურის მეურნეობების სხვადასხვა მახასიათებლების, მათ შორის, აკვაკულტურის მეურნეობების სარგებლობაში არსებული წყალსატევების, ნედლი თევზის წარმოების, თევზის რეალიზაციისა და დანაკარგების, ასევე წყლის ორგანიზმების კვების, სასუქებისა და პესტიციდების გამოყენების, აკვაკულტურის მეურნეობებში გამოყენებული ტექნიკის, აკვაკულტურის მეურნეობებში დასაქმების და დანახარჯების შესახებ.

აღნიშნულ გამოკვლევასთან დაკავშირებით ტრენინგები და საველე სამუშაოები 22 თებერვლიდან 19 მარტის ჩათლით გაგრძელდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

სწავლების მიმდინარეობისას უწყების სოფლის მეურნეობისა და გარემოს სტატისტიკის სამმართველოს თანამშრომლების დახმარებით საქსტატის საველე პერსონალი და რეგიონული სამმართველოების 70-მდე თანამშრომელი გადამზადდება.

ფოტო: არჩილ გუჩმანიძე

გადაბეჭდვის წესი