Batumelebi | პრემიერი ბრიუსელიდან თბილისში ჩასვლის ნაცვლად ბათუმში ჩამოფრინდა პრემიერი ბრიუსელიდან თბილისში ჩასვლის ნაცვლად ბათუმში ჩამოფრინდა – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

პრემიერი ბრიუსელიდან თბილისში ჩასვლის ნაცვლად ბათუმში ჩამოფრინდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში სასტუმრო “ლეო გრანდში” მივიდა. მომხდარი ხანძრის სალიკვიდაციო და სამაშველო სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მას აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ლევან მაისურაძემ მიაწოდა.

პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავი, რომელიც ბრიუსელიდან თბილისში ბრუნდებოდა ბათუმში სასტუმრო ,,ლეო გრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან