სიახლეები

“ბათუმელები“ #11 – ანონსი

05.04.2015
“ბათუმელები“ #11 – ანონსი

სახელმწიფო ფული ოლიგარქის ბიზნესში – ივანიშვილის, იაკობაშვილისა და კეზერაშვილის ბიზნესურთიერთობები – რა თანხას უხდის პრემიერის ადმინისტრაცია დავით იაკობაშვილის კომპანიებს.  

დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს სახელმწიფო კომპენსაციის დაბრუნებას სთხოვს –  2004 წელს ცხინვალში დაჭრის შედეგად გარდაცვლილი ჯარისკაცის, ზაზა იაკობაძის მშობლებს სახელმწიფო ყოველთვიური კომპენსაციის უკან დაბრუნებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაღუპული ჯარისკაცის მშობლებს  თანხას პენსიიდან  ჩამოაჭრიან. 

არასავალდებულო შრომის მონიტორინგი – ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედ საწარმოებში სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად 300-მდე ადამიანი დაიღუპა, 500-მდე დასაქმებული კი, მძიმედ დაშავდა. რა ზომებს მიმართა სახელწიფომ?

ვინ და როგორ დააკვირდება მასწავლებლებს – განათლების სამინისტრო გარე დაკვირვების მექანიზმს ნერგავს.

სუნი და ანტისანიტარია ღია სანიაღვრე არხებიდან – ღია სანიაღვრე არხები ბათუმისთვის კვლავ ღია პრობლემაა, ქალაქის ბიუჯეტში თანხა არის, თუმცა საკითხი არ გვარდება. ანტისანიტარია, სპეციფიკური სუნი, მღრღნელები, პარაზიტები, ეზოსა თუ სახლის დატბორვა კი ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს.

156 ლარი ოჯახს ძველ ფიცრულში საარსებოდ – სამნიძეების სამსულიანი ოჯახი ქედაში ქვებით გამაგრებულ, ავარიულ სახლში ცხოვრობს.  „როცა სხვა გზა არ გაქვს, იმას შეჭამ, რაც გექნება – ხორცი ჩვენთვის ვარსკვლავზე უფრო შორსაა. ავად ვარ მეც და ავადაა ჩემი ქმარიც, რამდენიმე წელია ყურებიდან ჩირქი სდის, მკურნალობა გვჭირდება, მაგრამ ამის საშუალება არ გვაქვს“ – ამბობს თინა სამნიძე.

დედათა და ჩვილთა გარდაცვალება – პილოტური სქემა ფაქტების შესამცირებლად – 2015 წელს საქართველოში, სამშობიარო სახლებში, ხუთი ქალი გარდაიცვალა, მათგან ორი – ბათუმში. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტების შესამცირებლად მაისიდან ახალი პილოტური პროგრამა ამოქმედდება.

მაქმანების სამოთხის საიდუმლო – „მაქმანების სამოთხე – ასე ეძახიან თ ურქეთში, მარმარილოს ზღვის სანახებში მდებარე ბალიქესირის რაიონის გონენის მხარეს. გონენელებს არ ახსოვთ, როდის დაიწყეს ნემსითა და ძაფით მაქმანების ქსოვა, თუმცა რაც თავი ახსოვთ, ეს ხელსაქმე იციან, სულ პატარაობაშივე ასწავლიან უფროსები გოგონებს.“ – ირინე გივიაშვილის წერილი ანკარიდან.

ეს და სხვა თემები წაიკითხეთ გაზეთ „ბათუმელების“ ახალ ნომერში 6 აპრილიდან.

გამოიწერეთ გაზეთი „ბათუმელები“ და ყოველ ორშაბათს გაზეთს მიიღებთ თქვენთვის სასურველ მისამართზე.

 

გამოწერის ფასი:

3 თვით – 15 ლარი

6 თვით – 25 ლარი

1 წლით – 50 ლარი

დარეკეთ: 27 99 12 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.