მთავარი,სიახლეები

საკრებულომ, შესაძლოა, ბათუმში 6 მაისის პარკს სახელი გადაარქვას

31.10.2017 • 3818
საკრებულომ, შესაძლოა, ბათუმში 6 მაისის პარკს სახელი გადაარქვას

ბათუმის საკრებულო 6 მაისის პარკისთვის სახელის გადარქმევის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ დღეს საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრმა ნატალია ზოიძემ ისაუბრა. მისივე ინფორმაციით,  პარკს შესაძლოა ბათუმის ცენტრალური პარკი ეწოდოს.

საკრებულოს ინფორმაციით, პარკზე სახელის გადარქმევის იდეა ბათუმის მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს დირექტორს ალექსანდრე თევზაძეს ეკუთვნის, რასაც საკრებულოს განათლების კომისიის ყველა წევრი უჭერს მხარს. თუმცა, საკითხი ჯერ სხდომაზე განსახილველად არ გაუტანიათ.

6 მაისის პარკს დიდი ხნის ისტორია აქვს – 1932 წლამდე ამ პარკს რუსეთის იმპერატორის პატივსაცემად „ალექსანდრეს ბაღი“ უწოდეს, 1931 წელს კულტურისა და დასვენების პარკი ერქვა, 1933 წელს – ბავშვთა პარკი, შემდგომ – პიონერთა პარკი, 2006 წლიდან კი მას “6 მაისის პარკი” ჰქვია. 6 მაისს „აჭარის ვარდების რევოლუცია“ მოხდა, ანუ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ასლან აბაშიძე გადადგა და მოსკოვში წავიდა.

ბათუმი, აჭარა, საქართველო. 6 მაისის პარკი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
24.10.2017

გადაბეჭდვის წესი