„პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა საინიციატივო ჯგუფი „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ ეხმაურება 2018 წლის 29 მარტს, ხუთშაბათს, ტელეგადაცემა „რეაქციის“ ეთერში ქალაქ თბილისის მერის, ბატონ კახა კალაძის განცხადებას შეზღუდული შესაძლებლობების არარსებობის თაობაზე. გვჯერა, რომ თბილისის მერმა აღნიშნული განცხადება შშმ პირთა ადამიანის უფლებების პატივისცემის გამოსახატად, კეთილი განზრახვით გააკეთა. გვსურს ვაცნობოთ, რომ გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციის თანახმად, …

რამდენი პატიმარია საქართველოში [კვლევა]

2018 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოში 3 718 200 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის 9 407 ბრალდებული და მსჯავრდებულია, აქედან 9 135 მამაკაცი, 272 კი ქალი. პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული პირების რაოდენობა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 0, 25%-ს შეადგენს. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2018 წლის იანვრის ანგარიშის მიხედვით, პენიტენციურ სისტემაში 32 არასრულწლოვანი ბრალდებული და მსჯავრდებულია განთავსებული. პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრილ პირთა უმეტესობა …

ველომსვლელობა ბათუმის ქუჩებში [ფოტო]

ყოველთვიური ველო მსვლელობა, რომელიც Crisical Mass-ის სახელით არის ცნობილი, დღეს 31 მარტს ბათუმში გაიმართა.  კამპანია Crisical Mass მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი კამპანიაა, რომელიც ყველა დიდ ქალაქში, ყოველი თვის ბოლო პარასკევს იმართება. ღონისძიების მთავარი მიზანია მსოფლიოს გარემოსდაცვით გამოწვევებზე ინფორმაციის გავრცელება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა და ადამიანების ქმედებების შეცვლა გარემოს სასარგებლოდ.

ბათუმი VS ხარები – მატჩი რაგბიში ბათუმელების გამარჯვებით დასრულდა

დღეს, ბათუმი რაგბი არენაზე, დიდი 10-ის მეჩვიდმეტე ტურის მატჩი ბათუმის “ბათუმსა” და რუსთავის “ხარებს” შორის გაიმართა. მატჩი რაგბიში ბათუმელების გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 28:24. პირველი ტაიმის ბოლოს ტაბლოზე ანგარიში 14:24 იყო, “ხარების” სასარგებლოდ. მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ბათუმელებმა შეძლეს და მოედანზე უპირატესობა მოიპოვეს. საბოლოო ანგარიში ტაბლოზე 28:24 დაფიქსირდა, სარაგბო კლუბ “ბათუმის” სასარგებლოდ. მეჩვიდმეტე ტურში მხოლოდ ორი მატჩი დარჩა გასამართი. …

5-კრედიტიანი ონლაინ ტრენინგები – ახალი პროექტი მასწავლებლებისთვის

საქართველოს განათლების სამინისტრო, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ ინიცირებით ახალი პროექტის ონლაინ ტრენინგების კურსს ქმნის. ონლაინ ტრენინგების კურსი ორი მიმართულებით შეიქმნება. პირველი – მასწავლებელთა პროფესიულ უნარებში გადამზადების კურსი, მეორე კი საგნობრივი ტრენინგების კურსი იქნება. როგორც პროგრამის მენეჯერი ნატა ედიშერაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, დაგეგმილია, რომ ონლაინ ტრენინგების ორივე კურსში მასწავლებლებმა კრედიტ ქულებიც აიღონ. ზოგადი უნარების ტრენინგ კურსი სამკრედიტიანი იქნება, …

ჩაქვში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ჩაქვის გვირაბთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაშავებულია სამი ადამიანი. ავარიის დროს ორი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების სამსახური და საპატრულო პოლიცია. შსს ინფორმაციით, გამოძიება დაწყვებულია სსკ-ის 276-ე  მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება. მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, თავისუფლების შეზღუდვას ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ …

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი წელს 57 მილიონამდე ლარს დახარჯავს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის ბიუჯეტში ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა და განვითარება რჩება. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, საავტომობილო გზების რეაბილიტაცია, კეთილმოწყობა, გამტარუნარიანობის გაზრდა ასევე რეგიონისა და ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი წელს 34 მილიონამდე ლარს დახარჯავს აჭარის მუნიციპალიტეტებში მხოლოდ ასფალტბეტონის საფარის …

27 წლის წინ მოქალაქეების 98%-მა ქვეყნის საბჭოთა კავშირიდან გამოსვლას მისცა ხმა

1991 წელს 31 მარტს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით რეფერენდუმი ჩატარდა. რეფერენდუმზე საქართველოს თითქმის სრულმა მოსახლეობამ, საარჩევნო ასაკის 98-მა პროცენტმა ხმა მისცა ქვეყნის დამოუკიდებლობას და საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გამოსვლას. საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და სამაჩაბლოშიც ჩატარდა. დღეს, 31 მარტს პირველი რეფერენდუმიდან 27 წელი გავიდა. ამ ისტორიული მოვლენის დღე დაემთხვა/დაამთხვიეს …

შეზღუდვები ბონის წყალმომარაგებაში

“ბათუმის წყლის” ინფორმაციით, სერგი მესხის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს დაზიანდა წყალმომარაგების მილი. რის გამოც ტარდებას სარემონტო სამუშო და ბონის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას 14:30 საათიდან, 16:00 საათამდე, შეეზღუდება წყალმომარაგება.

შსს: თაღლითობის ფაქტზე პოლიციის მაიორი დააკავეს

შსს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ობიექტის ინსპექტორი, პოლიციის მაიორი ნ.ბ. თაღლითობის ფაქტზე დააკავა. „დაკავება მოხდა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის  შემდეგ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“. შსს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ნ.ბ.-მ მოქალაქე ა.მ-ს ძალოვან სისტემაში სამსახურის დაწყებაში დახმარებას …

აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი 26 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემა “დილის ტალღის” ვიდეო – მემონტაჟე ზუკა ფაღავა დღეს მოულოდნელად გარდაიცვალა. მაუწყებელში ამბობენ, რომ ის გულის შეტევით გარდაიცვალა. „ზუკა ამბობდა, რომ კუჭი ტკიოდა. სამსახურში იყო, როცა ცუდად გახდა. რვა საათისკენ სასწრაფო გამოვიძახეთ. გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც წნევა გაუზომეს, გადასხმა გაუკეთეს. ვერ მიხვდნენ რა სჭირდა. ამასობაში გარდაიცვალა კიდეც. გარდაცვალების მერე ბოდიში მოუხადეს მის …

პირველი არჩეული მერი ქედის მოსახლეობას საქმიანობის ანგარიშს პირველად აბარებს

ლევან გორგილაძის საქმიანობის 100 დღე, გასული წლის მიმოხილვა და სამომავლო პროექტები – ეს ის თემებია, რომელსაც პრეზენტაციის სახით, მუნიციპალიტეტის პირველი პირი ყველა ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას და საზოგადოების წევრებს, 26 მარტიდან აცნობს. ლევან გორგილაძე ქედის მერად, 2017 წლის 21 ოქტომბერს გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 63 %-მა  აირჩია. ხალხის მიერ პირველი არჩეული მერი საქმიანობას ოფიციალურად …

აბუსერიძის ქუჩის მცხოვრებლები კორპუსში ნარკორეაბილიტაციის ცენტრის გახსნას აპროტესტებენ

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის 29 ნომერში მცხოვრები პირები, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ნარკორეაბილიტაციის ცენტრის გახსნას აპროტესტებენ. ცენტრმა მუშაობა პირველად დღეს 30 მარტს დაიწყო. ცენტრი ბათუმში 272 ბენეფიციარს ემსახურება. კორპუსის მცხოვრებლების აზრით, საცხოვრებელ სახლში ნარკოდამოკიდებული ადამიანების ხშირი ვიზიტები მიუღებელია. სახლის მცხოვრებლებმა დღეს საპატრულო პოლიციაც გამოიძახეს და ცენტრის გახსნის გამო, საჩივარი დაწერეს. „ჩვენ მომხრე ვართ, რომ დაეხმარონ ამ …

საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარედ ანა მდინარაძე აირჩიეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალს ახალი თავმჯდომარე ჰყავს – ანა მდინარაძე. საიას აჭარის ფილიალის გამგეობამ ხუთკაციანი შემადგენლობით ანა მდინარაძის კანდიდატურას 17 მარტს დაუჭირა მხარი. პროცედურის თანახმად, ფილიალის მხარდაჭერილ კანდიდატურას ამტკიცებს საიას გამგეობა. შესაბამისად, ანა მდინარეაძე სათაო ოფისის გამგეობამ რამდენიმე საათის წინ დაამტკიცა თავმჯდომარედ. 25 წლის ანა მდინარაძე 2012 წლიდან არის საის აქტიური იურისტი. ანა …

Exit mobile version