რას წაიკითხავთ ჟურნალ „ბათუმელების“ მაისის ნომერში

გამოვიდა ჟურნალ „ბათუმელების“ მაისის ნომერი. ჟურნალს ხვალიდან, 23 მაისიდან მიიღებენ „ბათუმელების“ ხელმომწერები. ჟურნალი გაიყიდება ჯიხურებში და საგაზეთო სტელაჟებზე. პოლიტიკა: პოლიტიკის მკვლელობა საქართველოში  ავტორი: დათო ქოქოშვილი მოსაზრება: მეშახტის 9 წამი  ავტორი: ირაკლი კუპრაძე ადამიანის უფლებები: ოქროპირიძე საქართველოს წინააღმდეგ  ავტორი: ეთერ თურაძე უცხოეთი: გაუმკლავდება თუ არა მაკრონი? ავტორი: დენი როდრიკი კავკასია: გალი, როგორც ჩიხი  ავტორი: მარიანა კოტოვა ეკონომიკა: ვინ იხეირა …

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალი წესები ბანკების გარდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზეც გავრცელდება

საქართველოს ეროვნულ ბანკში [სები] მომზადდა „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი“, რომელიც სების ინფორმაციით, 2017 წლის პირველი ივნისიდან ამოქმედდება. „თუ აქამდე მოქმედი რეგულაციები მხოლოდ კომერციულ ბანკებს ავალდებულებდა მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციალური წესების დაცვას, ამიერიდან ეს ვალდებულება დაეკისრება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსa და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებს [საკრედიტო კავშირებს და კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტებს]“ – აცხადებს სები. ეროვნული …

ჯაზი და ევროლიბერალიზაცია

ავტორი: ირმა ინარიძე ფოტო: გია გოგატიშვილი „ჯაზი ვიენაში“ საერთაშორისოდ აღიარებული ფესტივალია, რომელიც 1980 წელს დაარსდა და წელს 37-ედ გაიმართება. ფესტივალი საფრანგეთის ქალაქ ვიენაში, იზერის დეპარტამენტში, ლიონთან ახლოს, ყოველწლიურად ივლისის პირველ ნახევარში იმართება. ფესტივალის ნამდვილი შუქურა და ფასიანი კონცერტების ერთადერთი ადგილი გახლავთ ანტიკური თეატრის სცენა, რომელიც 7000 მსმენელს იტევს. ფესტივალს უმასპინძლია ისეთი დიდი მუსიკოსებისთვის, როგორებიც არიან: …

მერიის განცხადება სავაჭრო ჯიხურების აღებაზე

ბათუმის მერიის ოფიციალური განცხადებით, გოგებაშვილის ქუჩაზე სავაჭრო ჯიხურები უკანონოდ იყო განთავსებული და მერიამ ტერიტორია ამიტომ გაათავისუფლა. მერიის ინფორმაციით, ჯიხურების აღებას წინ უძღოდა მოლაპარაკებების პროცესი ჯიხურების მფლობელებსა და გარემოვაჭრეებთან. „უსახური კონსტრუქციების სანაცვლოდ მერიის მხრიდან შეთავაზებული იქნა ახალი ჯიხურები, რომლებიც საკრებულოს მიერ დადგენილ ადგილებზე უნდა განთავსდეს. დღეის მდგომარეობით, გოგებაშვილის ქუჩიდან აღებულია 60 ჯიხური და ტერიტორია გათავისუფლებულია. შედეგად, …

გამზირი ქალაქში ტროტუარების, ზებრებისა და სანიაღვრე არხის გარეშე [ფოტო]

ფრიდონ ხალვაშის გამზირი ბათუმი-ხელვაჩაურის დამაკავშირებელი გზაა. ეს გზა ბათუმი-ახალციხის საგზაო მაგისტრალის ნაწილია და ქალაქ ბათუმის ტერიტორიულ საზღვრებშია მას შემდეგ, რაც ბათუმს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი შემოუერთეს. ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, რომელიც დაახლოებით 5 კმ სიგრძისაა, დღემდე მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა – არ არსებობს გზის გასწვრივ ტროტუარები, არ არის შეღებილი ზებრა გადასასვლელები, არ არსებობს სანიაღვრე არხები, რის გამოც წვიმის …

სიახლე ფინკა ბანკში – ყველა დისტანციური საბანკო მომსახურება ერთის ფასად

ფინკა ბანკი განაგრძობს მომხმარებლებისთვის განახლებული პროდუქტების და სერვისების შეთავაზებას. ამჯერად, ბანკი პაკეტური შეთავაზების სახით მომხმარებელს სხვადასხვა დისტანციურ პროდუქტსა და სერვისებს ერთის ფასად სთავაზობს. პაკეტური შეთავაზება „ონლაინ“ და „ონლაინ+“ მოიცავს შემდეგი საბანკო პროდუქტსა და მომსახურებას: VISA ELECTRON ან VISA CLASSIC ბარათი, ინტერნეტ ბანკინგი, ტელეფონ ბანკინგი, SMS მომსახურება, ავტომატური დავალება და ა.შ. პაკეტური შეთავაზება ახალი შესაძლებლობაა, რომ …

ეტიუდები ჩოხატაურიდან

ის იყო ბათუმი-ჩოხატაურის სამარშრუტო ტაქსი ჩოხატაურში შევიდა, რომ ვიკითხე – ჩოხატაურის ცენტრი ესაა-მეთქი? ჩოხატაურის ცენტრიც ესაა ბიძია და სამყაროსიცო, – მიპასუხა ვიღაც კაცმა, რომელიც მთელი გზა თავისთვის, ჩუმად იჯდა. ჩოხატაურში ჩასულს ნახევრად გამდნარი თოვლი, ატალახებული ქუჩები და ცოტა მზე დამხვდა. ჩოხატაურის ცენტრალური ნაწილი საბჭოთა არქიტექტურის სასაფლაოს ჰგავს. და ამ ნაცრისფერ რეალობაში, დაბის ცენტრში, ახალაშენებული კულტურის …

ავტოავარია ბათუმში – დაშავებულია ორი ადამიანი

21 მაისს, ბათუმში, ნიჟარაძის ქუჩაზე, ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულებიდან ერთს ქვედა კიდურების მოტეხილობა, ხოლო მეორეს ქალა-ტვინის ტრავმა აქვს. ორივე მოქალაქე გადაყვანილია ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში. შს სამინსიტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო – „ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, …

შსს: აჭარაში ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შს სამინსიტროს ინფორმაციით,  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.ქ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, ახალსოფლის დასახლებაში დააკავეს. როგორც შს სამინსიტრო იუწყება, სამართალდამცველებმა, ა.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას, 29 აბი და აბის ნატეხები ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის …

აქტივისტები ბსუ-ში გიწვევენ

22 მაისს, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში იმართება საქველმოქმედო საღამო არჩილ შაქარიშვილის დასახმარებლად. უნივერსიტეტის დასი „თეატრონი“ საღამოზე წარმოადგენს სპექტაკლს „ოჯახური იდილია“, რომლის რეჟისორიც არის როინ დვალი. 27 წლის არჩილს რვა წლის წინ დაუდგინდა ქვემო კიდურების სისხლძარღვების ქრონიკული იშემია (უკმარისობა), ქრონიკული თრომბანგიიტი. მას ფეხის შესანარჩუნებლად სასწრაფოდ სჭირდება საზღვარგარეთ ოპერაცია, მაგრამ მის ოჯახს არ აქვს საკმარისი თანხა. არჩილს აქვს …

საპირფარეშოების რეაბილიტაციასა და მოსაცდელების მოწყობაში ქობულეთში 63 ათასი ლარი დაიხარჯება

ქობულეთში გამგეობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საპირფარეშოების რეაბილიტაციას და ახალი მოსაცდელების მშენებლობას გეგმავს. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე ამბულატორიის შენობას სოფელ ბობოყვათში და რამდენიმე არსებულ მოსაცდელს. ამ მომსახურების შეძენაზე გამგეობას ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული, საერთო თანხით – 63 120 ლარი. ქობულეთის ტერიტორიაზე არსებული საპირფარეშოების და ამბულატორიის შენობის [სოფელ ბობოყვათში] რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე 23 400 ლარია გათვალისწინებული; შესრულებული და მუნიციპალიტეტისთვის გადაცემული …

აუდიტი 5 მილიონის მითვისებასა და თანხის არამიზნობრივად გამოყენებაზე აჭარის საწარმოებში

„აუდიტის სამსახურის შეფასებით, ადგილი აქვს კერძო სამართლის სუბიექტში საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად გამოყენებისა და ბიუჯეტში თანხის არასრულად და არათავისდროულად მობილიზების ფაქტებს. შედეგად, სახელმწიფომ დაკარგა შესაძლებლობა დროულად და სრულად მიეღო შემოსავალი, რითაც შესაძლებელი იქნებოდა მისთვის პრიორიტეტული სფეროების სრულად დაფინანსება,“ – აღნიშნულია აუდიტის მოხსენებაში, რომელიც აჭარის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ აჭარის მთავრობის ანგარიშს ეხება. მთავრობის ანგარიში აჭარის …

ბათუმში მუნიციპალურ ავტობუსებს შეღებავენ

ყვითელ, ლიმონისფერ და ვერცხლისფერ საღებავს შეისყიდის „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ მუნიციპალური ავტობუსების შესაღებად. „ავტოტრანსპორტში“ აცხადებენ, რომ ავტობუსები ეტაპობრივად, საჭიროების მიხედვით შეიღებება – ზოგიერთი ნაწილობრივ, ზოგიერთი – მთლიანად. სატრანსპორტო საშუალებების შეღებვისთვის საჭირო 7 სახეობის 1100 ერთეული [კგ/ლტ]  მასალის შესაძენად „ავტოტრანსპორტი“ მაქსიმუმ 35 593 ლარს გადაიხდის. საღებავების საგარანტიო ვადა ერთი წელი მაინც უნდა იყოს. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ გამოცხადებულ შესაბამის ტენდერში …

ვის მიანიჭებენ „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდებას

ქობულეთის საკრებულომ ორი დღის წინ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება შემოიღო და ამ წოდების მინიჭების წესიც დაამტკიცა. ქობულეთის საპატიო მოქალაქეობა, მოქალაქის თანხმობით შეიძლება მიენიჭოს: [checklist] საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება ქობულეთის მუნიციპალიტეტის ან ქვეყნის წინაშე; უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოს ან ქობულეთის მუნიციპალიტეტის წინაშე. [/checklist] ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების …

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის თასს ბათუმში დღეს ჩამოიტანენ

დღეს, 20 მაისს 12:30 საათზე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მსოფლიო თასს ბათუმში შემოიტანენ. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, „მსვლელობა თამარის დასახლებიდან, ჭადრაკის სასახლესთან დაიწყება, ხოლო ოფიციალური დახვედრის ცერემონია ბათუმის რაგბის სტადიონზე 13:20 სთ-ზე გაიმართება“. 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველო მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატს მასპინძლობს. ასპარეზობაში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, მსოფლიოს 12 უძლიერესი ახალგაზრდული, მათ შორის …

ავარიის შედეგად ბათუმში ქალი გარდაიცვალა

ბათუმში, დღეს 20 მაისს, დილით, ჭავჭავაძის ქუჩაზე [თი ბი სი ბანკის მიმდებარედ] ქალს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, „შეტყობინება დღეს დილით 10 საათსა და 20 წუთზე შემოვიდა, ბრიგადა ადგილზე 4 წუთში მივიდა, თუმცა შუახნის ქალბატონი უკვე გარდაცვლილი იყო“. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით. …

ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის ხელმძღვანელის, ზურაბ სიხარულიძის ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე ავტომანქანების გადაადგილება თავისუფალია. წვიმის შედეგად, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულთან 19 მაისს ჩამოწოლილმა მეწყერმა ბათუმი-ახალციხის მონაკვეთი ჩახერგა, რის გამოც აღნიშნულ გზაზე ავტომანქანების მოძრაობა შეზღუდული იყო. „მობილიზებული გვყავდა ტექნიკა და ღამით გზა გავწმინდეთ. დანისპარაულის მიმდებარე ტერიტორია ზოგადად მეწყრული ზონაა, თუმცა ამ დროისთვის გზა გახსნილია. ჩვენ, სპეცტექნიკა მუდმივად გვყავს გოდერძის …

როგორ მოახერხა ირაკლი ცეცხლაძემ 5 მილიონის მითვისება

„5 მილიონის მითვისების საქმეზე“ შპს „ჰიგიენა 2009“-ის ყოფილი დირექტორს, ირაკლი ცეცხლაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. „ჰიგიენა 2009“-ში 100-პროცენტიან წილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ფლობს. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა სამართლებრივი რეგულაციები აქვს ხელისუფლებას იმისთვის, რომ სახელმწიფო შპს-ს ხელმძღვანელის მხრიდან თანხის უკანონო მითვისება გამორიცხოს – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ ასეთი მექანიზმი 5 მილიონის მითვისებამდე არ …

წერილი ბათუმის ციხიდან: ტელეფონზე ლაპარაკის უფლებისთვის რკინა გადავყლაპე

აზეირბაიჯანის მოქალაქე, რომელიც, სავარაუდოდ, ბრალდებულია, თარჯიმნის და ადვოკატის გამოყოფას ითხოვს. ციხიდან გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ მის თხოვნას აქამდე ყურადღება არავინ მიაქცია. „მე, ელჯან მუსაიევ ეთბაროღლუ, ვარ აზეირბაიჯანის მოქალაქე, რადგან არც ქართულად ვიცი და არც რუსულად წერა, თხოვნით ჩემი თანამესაკნე წერს ჩემი კარნახით. მოგმართავთ, როგორც თქვენ, ასევე აზეირბაიჯანის საელჩოს, რამდენი ხანია ვითხოვ თარჯიმანს, მაგრამ არანაირი ყურადღება, …

სახლი, რომელსაც სული აქვს

ავტორი: ნათია ზოიძე სულაც არ იყო ეს ქუჩები ვიწრო ბათუმში, ყოველ შემთხვევაში, ის ქუჩა, რომელზეც ახლა უნდა მოგითხროთ. ამ ქუჩაზე მატარებლის ძველი სადგური იყო, თუმცა ქუჩა რა შუაშია?! უბრალოდ, აქ ის სახლია, ერთსართულიანი, ქვითკირის, კრამიტის სახურავითა და ხის ლურჯი კარით. ამ სახლს ბავშვობიდან ვუთვალთვალებ. ეს მე ვიყავი თმაგაწეწილი პატარა გოგო, ამ სახლს რომ ჩაუვლიდა და …

ევროპელი ექსპერტი: თურქეთი ბოსფორის სრუტის გაფართოებას გეგმავს

როი ეიედენი ბათუმის შავი ზღვისა და გადაზიდვების მეექვსე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა. კონფერენცია დღეს, 19 მაისს დასრულდა. მან თავის მოხსენებაში შავი ზღვის პორტებს შორის არსებულ პრობლემებსა და თურქეთის ხელისუფლების ამბიციურ ჩანაფიქრზე ისაუბრა ბოსფორის სრუტესთან დაკავშირებით. მისი თქმით თურქეთი ოცნებობს ბოსფორის სრუტე არხად გადააქციოს. ბოსფორთან დაკავშირებული გეგმა მან გიჟურ იდეად შეაფასა: „თურქეთში ეს შესაძლებელია.“ როი ეიედენი სტამბოლში …

როგორ შეიძლება გაატაროთ შაბათ-კვირა ბათუმში [აფიშა]

ამ შაბათ-კვირას, 19-20 მაისს ბათუმში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. გადახედეთ ქალაქის აფიშას, სად შეიძლება დროის საინტერესოდ გატარება. რამდენიმე ღონისძიებაზე დასწრება უფასოდაც შესაძლებელია. [highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]კინოთეატრი „აპოლო“[/highlight] „ყარყატების თავგადასავალი“ – 12:00 და 16:30 – 7-9 ლარი „როკ ძაღლი“ – 14:00 – 8-9 ლარი „მეფე არტური“ – 19:00 – 9-10 ლარი „უცხო“ – 22:00 – …

„აეროსმიტი“ ბათუმში ჩამოვიდა

19 მაისს, საღამოს ჯგუფი „აეროსმიტი“ ბათუმში ჩარტერული რეისით ჩამოფრინდა. ჯგუფის კონცერტი ხვალ, 20 მაისს, შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება. ჯგუფი ბათუმში დღეს სასტუმრო „შერატონში“ დარჩება. საკონცერტო დარბაზ “ბლექ სი არენასთან” დაახლოებით 400 მეტრში მაღალბაქნიანი სარკინიგზო სადგური მოეწყო, რომელიც პირველად ჯგუფ “აეროსმიტის” კონცერტზე ჩასულ მგზავრებს მოემსახურება. მგზავრები მატარებლიდან პირდაპირ საკონცერტო დარბაზთან შეძლებენ მისვლას. კონცერტის  შეკვეთილში, „ბლექ …

პროექტი, რომელიც შშმ პირთა დასაქმებას ლობირებს

დღეს, 19 მაისს, „დემოკრატიის ინსტიტუტში“ „შშმ პირთა ის ადვოკატირებისა და ლობირების“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის პროგრამების დირექტორი ნათია ნამიჭეიშვილი უძღვებოდა. პრეზენტაციაზე დაწვრილებით განიხილეს შშმ პირებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის შშმ პირებთან მიმართებაში არსებული სტიგმისა და დისკრიმინაციის შემთხვევები, პრობლემებური სიტუაციების აღმოფხვრის გზები, შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის როლი და სხვა. პროექტი  აჭარაში მეორე …

გენდერული თანასწორობა – „ქართული ოცნება“ შვიდ პარტიას შორის ბოლო ადგილზე

19 მაისს „დემოკრატიული სკოლის“ ბათუმის ოფისში, არასამთავრობო ორგანიზაციამ – „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ – პოლიტიკურ პარტიებში გენდერული თანასწორობის შეფასებაზე კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. NIMD- ის პროგრამების ხელმძღვანელის  სალომე მუხურაძის თქმით, კვლევის კრიტერიუმების თანახმად,  პარტიას უნდა ჰქონოდა გადალახული ერთპროცენტიანი ბარიერი 2016 წლის არჩევნებზე, ასევე, უნდა ყოფილიყო დარეგისტრირებული 2015 წლამდე. ეს კრიტერიუმები მხოლოდ შვიდმა პარტიამ დააკმაყოფილა. კვლევის შედეგებით, გენდერული თანასწორობის …

„მეტრომ“ ბათუმში ახალი სასტუმრო გახსნა

კომპანია „მეტროს“ ახალ სასტუმროს SKY TOWER-ი ჰქვია. ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო 21-სართულიანია და მასში 101  ნომერია, 94 – სტანდარტული და 7 ლუქსი. სასტუმროს აქვს სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი. გარდა ამისა,  SKY TOWER-ში საპრეზიდენტო ნომერი, საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი, კაზინო, ღამის კლუბი და სხვა ობიექტებია განთავსებული. აჭარის მთავრობის ინფორმაციის თანახმად, სასტუმროს მშენებლობით 20 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამ …

პატიმრები ცოტნე ანანიძეზე: კომისიის თავმჯდომარე არასდროს ამოდის ჩვენთან

პატიმრები ბათუმის ციხიდან გამოგზავნილი წერილით დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, ბათუმის მე-3 დაწესებულებაში არსებობს სამედიცინო მომსახურების, ასევე ბრალდებულების შემთხვევაში – თარჯიმნისა და უფასო იურიდიული დახმარების მიღების პრობლემები. წერილში აღნიშნულია ისიც, რომ ისინი ვერ ახერხებენ ცოტნე ანანიძესთან შეხვედრას. ცოტნე ანანიძე ყოფილი პოლიტიკური პატიმარი, ამჟამად კი აჭარის უმაღლეს საბჭოში ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარეა. „აჭარის უზენაესი საბჭოს ადამიანის …

ენმ-ს ბრიფინგი პრემიებსა და დანამატებზე სოციალურად დაუცველი ოჯახიდან

19 მაისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბრიფინგი გამართეს საჯარო მოხელეების ხელფასებზე, პრემიებსა და დანამატებზე სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რეზო ხარაძის თქმით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახელმწიფო უკანონოდ უწყვეტს საარსებო შემწეობას, „მაშინ როცა მთავრობის წევრები თვეში ათასობით ლარის ხელფასსა და პრემიას იღებენ“. „ჩვენ გამოვითხოვეთ 2016 წლის დეკემბრიდან ოთხი თვის ხელფასი, დანამატი და პრემია ხუთი უწყებიდან – …

ბათუმის საკრებულო საზოგადოებას სამწლიანი საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს წარუდგენს

ბათუმის საკრებულო თავისი საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს მოსახლეობას, 22 მაისს, 12:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში წარუდგენს. მისამართი: ბათუმი, ლადო ასათიანის ქუჩა, N. 25. შეხვედრას მისასალმებელი სიტყვით გახსნის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ჩავლეიშვილი. საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე, თენგიზ აფხაზავა, საკრებულოს ზოგად საქმიანობასა და კომისიების ანგარიშებს მიმოიხილავს. საკრებულოს ფრაქციები კი, მათ მიერ გაწეულ საქმიანობასა და ინიცირებულ …

„თანხის გამოძალვის ოთახი“ ღამის კლუბში

ერთი ბოთლი არაყი, ერთი ბოთლი შამპანური, ლუდი, ხილის ასორტი და კოქტეილი – ეს არის იმ შეკვეთის ზუსტი ჩამონათვალი, რომელიც ღამის კლუბ „ვოგში“ მისულმა ორმა ტურისტმა და მათმა თანმხლებმა კიდევ ორმა პირმა შეუკვეთა. ტურისტები ვარაუდობდნენ, რომ ამ შეკვეთაში 800 ლარს გადაიხდიდნენ, მაგრამ „ვოგის“ ადმინისტრაციამ მათ 9 800 ლარი მოსთხოვა. იმავე საღამოს კიდევ ოთხ სტუმარს „ვოგში“ შეკვეთის …

სად მოაწყობს საპიკნიკე ადგილებს ეკონომიკის სამინისტრო აჭარაში

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილების მოსაწყობად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შეისყიდის. 6 ობიექტის დოკუმენტაციის შედგენაში კი, მაქსიმუმ 33 ათას 898 ლარს გადაიხდის. აჭარაში დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილები მოეწყობა შემდეგ პუნქტებში: [checklist] სოფელი ბუკნარი – სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ორივე მხარეს; ბათუმი, მახინჯაურის დასახლება – სარკინიგზო გადასასვლელი ხიდის მიმდებარედ; ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი დანდალო – დანდალოს ხიდის მიმდებარედ; ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი …

კიდევ ერთი მოსამართლე, რომელიც „11-12 მარტის აქციის საქმეს“ განიხილავს

„11-12 მარტის აქციის საქმეზე“ 9 ბრალდებულის საქმეს დღეს, 19 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს. არსებითი განხილვის პირველ სხდომაზე მოსამართლე ბრალდებულებს  ბრალის არსს გააცნობს და ჰკითხავს – ცნობს თუ არა რომელიმე მათგანი თავს დამნაშავედ. თამარ ბეჟანიშვილი ასევე განუმარტავს ბრალდებულებს, რა სასჯელი ელოდება თითოეულ მათგანს, ბრალის დადასტურების შემთხვევაში. ამავე საქმეზე დაკავებული კიდევ 8 პირის საქმეს …

ბათუმში, ტაოს ქუჩის მცხოვრებლები „ელექტროსისტემის“ სამუშაოებს ისევ აპროტესტებენ

ბათუმში, ტაოს ქუჩაზე, მოსახლეობა „საქართველოს ელექტროსისტემის“ მიერ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების გაყვანას აპროტესტებს. ტაოს ქუჩაზე მცხოვრები რომან ზაქარაძის თქმით, მათი პროტესტის მიზეზი კომპანიის დამოკიდებულებაა, რომელსაც მათ საკუთრებაზე, მათთან შეთანხმების გარეშე გაჰყავს ელექტროგადამცემი ხაზები. მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებულია ხელვაჩაურის პოლიცია. „მოსული არიან ქსელებიდან და ძალით გაყავთ. თანხაზე მოლაპარაკება არ არის, იხდიან ძალიან ცოტას და პოლიციის ძალით …

ამინდი შაბათ-კვირას – ბათუმში მოსალოდნელია წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 20-23 მაისს არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, დროგამოშვებით იწვიმებს. „დღეს და მომდევნო ორი დღის განმავლობაში მოსალოდნელია წვიმა, ხვალ, 20 მაისს, დღის პირველ ნახევარში შესაძლებელია ზოგან ძლიერი წვიმა, ზღვაზე 2-4 ბალიანი შტორმი. ჰაერის ტემპერატურა: ღამით 8-13, დღისით 15-20 გრადუსი. მთაში – ღამით 3-8, დღისით 12-17 გრადუსი. 22 მაისს გამოიდარებს, …

რა შეცვალა ეკონომიკის სამინისტრომ 5 მილიონის მითვისების შემდეგ

„ჩვენ შევცვალეთ საწარმოების წესდება გახმაურებული საქმის შემდეგ“, – ამბობს პაატა ბერიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საწარმოთა მართვის განყოფილების ახალი ხელმძღვანელი. საუბარია შპს-ებზე, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა წილებს ფლობს. „გახმაურებული საქმე“ კი ირაკლი ცეცხლაძეს უკავშირდება, „ჰიგიენა 2009“-ის ყოფილ დირექტორს, რომელმაც 5 მილიონი ლარის მითვისება მოახერხა.  სახელმწიფო შპს-ებში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, შპს-ს დირექტორს აღარ ექნება უფლება ხელზე …

რატომ დაჭაობდა არდაგანის ტბა, სადაც მოცეკვავე შადრევანია

ბათუმში, არდაგანის ტბა, სადაც მოცეკვავე შადრევანია მოწყობილი და აქამდე მიიჩნეოდა, რომ ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო  ადგილი იყო, ფაქტობრივად, დაჭაობებულია. ტბის ირგვლივ მძაფრი სუნი და ნაგავი ტბაში რამდენიმე თვეა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. თუ 6 მაისის პარკში, ასე თუ ისე ნურიგელის ტბას უშველეს, რომელსაც ანალოგიური პრობლემები ჰქონდა, არდაგანის ტბას ამ დრომდე არავინ პატრონობს. ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ …

Exit mobile version