ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეებში პირველი ზარი ბავშვებისთვის სკოლის ნაცვლად საცხოვრებელ სახლში დაირეკება. სასწავლო პროცესი აქ, ზაურ ხარაბაძის ხის ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე წელს მეორედ განახლდება. ხულოს რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძე გამარტავს, რომ საცხოვრებელი სახლი ნორმალურ მდგომარეობაშია და ვიდრე სკოლის მშენებლობა არ დასრულდება, გაკვეთილები ტუნაძეების დაწყებითი კლასების სკოლასა და კერძო სახლში ჩატარდება. „იქედან გამომდინარე, რომ სხვა …
Category Archives: მთავარი
ავარია ქობულეთში – ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული
ქობულეთში ავარიის შედეგად დაშავებული ორი პირი, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ქობულეთის სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ერთი დაშავებული ქუთაისშია გადაყვანილი, მეორე კი ქობულეთის საავადმყოფოშია. სასწრაფოს ინფორმაციით, დაშავებულებს ქვემო კიდურების მოტეხილობა აქვთ. ორივე დაშავებული მამაკაცია. ავარიის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ 11 სექტემბერს, საღამოს ათი საათისკენ, გასართობ ცენტრ „ციცინათელას“ მიმდებარედ მოხდა. შსს ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილს …
Continue reading “ავარია ქობულეთში – ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული”
ბათუმის მერია კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების დამტკიცებისთვის ემზადება
ბათუმის მერია კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების დამტკიცებისთვის საჭირო მოსამზადებელ სამუშაოებში 20 ათას ლარს გადაიხდის. შესაბამის მომსახურებაზე მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს „ბათუმის ისტორიული ნაწილის დამცავი ზონების დამტკიცებისათვის საკმარისი მონაცემების შეგროვება და მერიისთვის მიწოდება ქალაქის ისტორიული ნაწილის შეუსაბამო ქალაქგეგმარებითი და არქიტექტურული ინტერვენციებისაგან დაცვის უზრუნველსაყოფად“. ტენდერში გამარჯვებულს ევალება: [checklist] ისტორიული განაშენიანებისა და განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონების …
ბათუმში „ქართული ოცნების“ კანდიდატებს პრემიერი წარადგენს
დღეს, 12 სექტემბერს, ბათუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს ელოდებიან. პრემიერი ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობისა და საკრებულოებში მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს. როგორც ცნობილია „ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი ლაშა კომახიძეა, ის ამ დრომდე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. „ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი [თვითმმართველობის კოდექსის ბოლოს წინა ვერსიით გამგებელი – ავტ.] ამავე მუნიციპალიტეტის მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ჯუმბერ …
Continue reading “ბათუმში „ქართული ოცნების“ კანდიდატებს პრემიერი წარადგენს”
საყარაულოს ტყეში ხანძარი ჩააქრეს
შუახევის გამგებლის, ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, საყარაულოს ტყეში ხანძარი ჩამქრალია. ხანძრის შედეგად 400 კვადრატულ მეტრომდე ტყე განადგურდა. „ცეცხლის ლიკვიდაციას რამდენიმე საათი დასჭირდა, ფაქტობრივად მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაოები, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ცეცხლს ადგილობრივი მოსახლეობა და სატყეო სააგენტოს თანამშრომლები აქრობდნენ, ცეცხლის ყოფილ კერებზე კი ამ დროისთვის პრევენციული ღონისძიებები ტარდება, განაცხადა“ – შუახევის გამგებელმა. ხანძარი შუბნის თემის სოფელ …
„ბათუმელებზე“ გამოქვეყნებული ინტერვიუს შემდეგ „ევროპულმა საქართველომ“ ქობულეთში მერობის კანდიდატი მოხსნა
პარტია „ევროპული საქართველოს” გადაწყვეტილებით, ელგუჯა გოგმაჩაძე 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატი აღარ იქნება. ამის მიზეზი “ბათუმელებისთვის” მიცემული ინტერვიუ გახდა, სადაც იგი ამბობს, რომ ნინო ბურჯანაძის პარტიულ ღირებულებებთან შეუთავსებლობა არ ჰქონია. ელგუჯა გოგმაჩაძე ქობულეთის საკრებულოში ნინო ბურჯანაძის პარტიიდან იყო შესული. ახლა ის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრია. “დღეს გაზეთმა ბათუმელებმა ევროპული საქართველოს ქობულეთის მერობის კანდიდატთან, ელგუჯა გოგმაჩაძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, …
შუახევში, საყარაულოს ტყეში ხანძარია
შუბნის თემის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დარჩიძეების საყარაულოს ტყეში ხანძარია – ინფორმაციას ხანძრის შესახებ შუახევის მინიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს ფეისბუქზე. გამგეობის ცნობით, ხანძარი სოფელ დარჩიძეებთან 6 კილომეტრშია და მოსახლეობას ამ დროისათვის საფრთხე არ ემუქრება. ხანძრის ჩასაქრობად ბათუმიდან გასულია მეხანძრე-მაშველების ჯგუფი. ხანძრის მასშტაბები ჯერჯერობით უცნობია. შუახევის გამგეობის ცნობით, ადგილზე სატყეო სააგენტოს თანამშრომლები მიემართებიან და მობილიზებულია ადგილობრივი მოსახლეობაც.
რა მოატყუა თარხან-მოურავმა ამომრჩეველს ქობულეთში
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა, ქობულეთში საარჩევნო სუბიექტების წარდგენის დროს, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონზეც ისაუბრა. მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღო კანონი, რომელიც შესაძლებლობას არ აძლევს აფხაზებსა და ოსებს „საქართველოში შემოვიდნენ“. „მიშა სააკაშვილმა ჩააბარა ტერიტორიები და მერე კანონი მიიღო, რომ ჩვენს შორის (იგულისხმება აფხაზები და ქართველები) ურთიერთობა არ იყოს. 70 ათასი აფხაზი ცხოვრობს აფხაზეთში. …
Continue reading “რა მოატყუა თარხან-მოურავმა ამომრჩეველს ქობულეთში”
არდაგანის ტბა, რომლის გასაწმენდად 187 ათასი ლარი დაიხარჯა, ისევ გასაწმენდია [ფოტო]
ბათუმში, იუსტიციის სახლთან, არდაგანის ტბა, სადაც მოცეკვავე შადრევანია, ისევ დაბინძურებულია. მიმდინარე წლის ზაფხულში, ტბის გასაწმენდად „ბათუმის ბულვარმა“ 187 219 ლარი გადაიხადა, თუმცა ტბა დღეს ისევ გასაწმენდია. ამ ტბასთან მუშაობს ოთხი დიდი რესტორანი, სასტუმრო, განთავსებულია საცხოვრებელი კორპუსები, შენდება სასტუმროები. „ბათუმის ბულვარის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ადმინისტრაცია ამჯერად მუშაობს გეგმაზე, თუ რამდენი თანხა დასჭირდება ტბის გამოკვლევას და შესაბამისი სამუშაოების …
ფსიქოლოგის თქმით, განათლების მინისტრის შეფასებები რისკის შემცველია
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, ახალგაზრდული ორგანიზაციების მერვე ფორუმზე, ეროვნული გამოცდების ბარიერზე საუბრის დროს, დისკრიმინაციული გამონათქვამები გამოიყენა. „სამი წლის წინ ეროვნული გამოცდების ბარიერი ოცდაერთი ქულა იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ სამი მაიმუნი რომ შეგეშვა და, უბრალოდ, შემოეხაზათ, ერთი მაინც ჩააბარებდა. ჩვენ ბარიერი ავწიეთ და ახლა შვიდი მაიმუნიდან ერთი აბარებს. ჩვენი მიზანია, მაიმუნებმა …
Continue reading “ფსიქოლოგის თქმით, განათლების მინისტრის შეფასებები რისკის შემცველია”
შსს: სარფში ვენის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლი „სარფის“ თანამშრომლებმა, ვენის ინტერპოლის მიერ 2016 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი, 1963 წელს დაბადებული ი.კ. დააკავეს. „დაკავებულს ბრალი ედება ავსტრიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 83, 99, 105, 107 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც სხეულის დაზიანებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას და არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დასამყარებლად …
Continue reading “შსს: სარფში ვენის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს”
„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი: ბურჯანაძეს და ევროპულ საქართველოს საერთო ღირებულებები აქვთ
ელგუჯა გოგმაჩაძე 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატია ქობულეთში. ელგუჯა გოგმაჩაძე ქობულეთის საკრებულოში ნინო ბურჯანაძის პარტიიდან იყო შესული. ახლა ის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრია. როგორც „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნა, მან ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ ორი წლის წინ დატოვა. თუმცა, როგორც გოგმაჩაძე ამბობს, მას პარტიულ ღირებულებებთან შეუთავსებლობა არ ჰქონია. „პარტია პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დავტოვე. …
პოლიტიკა და კულტურა – დისკუსია ბათუმში
15 სექტემბერს, 12.00 სთ-ზე, „ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“დისკუსია გაიმართება თემაზე – „პოლიტიკა და კულტურა სახელმწიფოს და საზოგადოების ურთიერთობის ჭრილში“. „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ ინფორმაციით, შეხვედრას ქართველი ხელოვნებათმცოდნე, ჟურნალისტი და კრიტიკოსი, გიორგი გვახარია წაიყვანს. „სპიკერი ისაუბრებს და უპასუხებს დამსწრეთა შეკითხვებს კულტურის პოლიტიკასთან დაკავშირებულ იმ აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც განსაკუთრებული ინტერესის საგანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მათ შორის, როგორი არის და …
„პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატები ბათუმსა და ქობულეთში
„პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატი ბათუმში თენგიზ თავდგირიძე იქნება. იგი „საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების აჭარა-ლაზეთის სადროშოს დარბაზის“ ხელმძღვანელია. „პატრიოტთა ალიანსმა“ დღეს, 10 სექტემბერს, ქობულეთშიც წარუდგინა ამომრჩევლებს მერობის კანდიდატი. „ალიანსის“ სახელით ქობულეთის მერობისთვის მერაბ ბლადაძე იბრძოლებს.
რა ღონისძიებები გაატარა სახელმწიფომ ახალსოფელში, სადაც ჯილეხი გამოვლინდა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წელს ჯილეხით პირუტყვის დაავდების ათი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან რვა შემთხვევაში დაავადება ოფიციალურად დასტურდება, ორ შემთხვევაში კი ლაბორატორიული მოკვლევა გრძელდება. ჯილეხის ბოლო შემთხვევა აჭარაში რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა, – პირუტყვისგან ადამიანზე გადამდები დაავადებით ადამიანი გარდაიცვალა. რა პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს ჯილეხთან საბრძოლველად სახელმწიფო და ხორციელდება თუ არა მსხვილფეხა თუ წვრილფეხა …
Continue reading “რა ღონისძიებები გაატარა სახელმწიფომ ახალსოფელში, სადაც ჯილეხი გამოვლინდა”
მილიონები ბიუჯეტიდან პარლამენტარების კომპანიებს
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მმართველი პარტიის წარდგენით ბიზნესმენები პარლამენტში ისევ მოვიდნენ. კომპანიებს კი, რომლებიც პოლიტიკაში მოსვლამდე დააფუძნეს, ახლა მათი ოჯახის წევრები, ძირითადად, მეუღლეები მართავენ. გადეპუტატებული ბიზნესმენები აცდენენ პარლამენტის სხდომებს, მათ საკანონმდებლო ინიციატივების გრაფაში კი წერია – 0. ისინი არც პლენარულ სხდომებზე გამოსულან სიტყვით. ეს დეპუტატები ყოველთვის უჭერენ მხარს იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებსაც აკრიტიკებენ როგორც …
Continue reading “მილიონები ბიუჯეტიდან პარლამენტარების კომპანიებს”
შსს-მ აჭარაში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო
შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, აჭარაში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა და საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს – ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა მხილებულების ავტომანქანებიდან უკანონოდ მოპოვებული ხის მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს. გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა და ხე-ტყის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში …
Continue reading “შსს-მ აჭარაში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო”
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ხელვაჩაურში ჯუმბერ ვარდმანიძე იქნება
„ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი [თვითმმართველობის კოდექსის ბოლოს წინა ვერსიით გამგებელი -ავტ] ამავე მუნიციპალიტეტის მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ჯუმბერ ვარდმანიძე იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ჯუმბერ ვარდმანიძემ დაგვიდასტურა. ჯუმბერ ვარდმანიძე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია 2014 წლიდან, 2014 წლის 23 ივლისიდან კი ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. 2012 წლიდან დღემდე ჯუმბერ ვარდმანიძე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო …
Continue reading “„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ხელვაჩაურში ჯუმბერ ვარდმანიძე იქნება”
ბათუმის თოჯინების თეატრი დღეს თეატრალურ სეზონს ხსნის
დღეს, 7 სექტემბერს, 19:00 საათზე, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი 2017-2018 წლების თეატრალურ სეზონს, ახალ სამხატვრო ხელმძღვანელთან გიორგი ჩხაიძესთან ერთად გახსნის. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით დაგეგმილია სპექტაკლების ჩვენება. შაბათი: 19:00 საათი – “არამგამა” კვირა 13:00 საათი – “ამბიციური ვირი”. დღეს ჩვენებას დაესწრებიან შპს „უნიმედის“ ბენეფიციარები, აგრეთვე იმუშავებს ღია სალარო. 19:00 საათზე სპექტაკლ “არამგამას” …
Continue reading “ბათუმის თოჯინების თეატრი დღეს თეატრალურ სეზონს ხსნის”
დავა 66 მილიონზე – დავების საბჭომ აჭარის მთავრობის შპს გაამტყუნა
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ „საბა კონსტრაქშენის“ საჩივარი შპს „სტადიონის“ წინააღმდეგ წუხელ დააკმაყოფილა. „საბა კონსტრაქშენი“ ითხოვდა იმ დისკვალიფიკაციის გაუქმებას, რომელიც მას შპს „სტადიონის“ შესყიდვების კომისიამ მისცა [ოქმი #2]. საკითხი ეხება ბათუმში, ლეონიძის ქუჩის #15-ში, ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობას, რაშიც „სტადიონი“ 66 მილიონის დახარჯვას გეგმავს. ამ სპორტული კომპლექსის მშენებლობა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ბათუმის სპორტსკოლის მარჯვენა და …
Continue reading “დავა 66 მილიონზე – დავების საბჭომ აჭარის მთავრობის შპს გაამტყუნა”
სამშენებლო კომპანია „მეტრო“ მშენებლობაზე დაღუპული მუშების შესახებ განცხადებას ავრცელებს
გუშინ, რვა სექტემბერს, ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მშენებლობიდან ორი მუშა ჩამოვარდა. ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კომპანია მწუხარებას გამოთქვამს დაღუპული ახალგაზრდების გამო. კომპანიის დირექტორი ირწმუნება, რომ კომპლექსის მშენებლობაზე შრომის უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო. „პირველ რიგში, მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგიკულად დაღუპილი ახალგაზრდების გამო და ვიზიარებთ მათი ოჯახების დიდ ტრაგედიას. …
სარფში ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სარფის დასაცავ მონაკვეთზე ბანგლადეშის რესპუბლიკის ორი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე …
„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ხუთეული ბათუმში
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 9 სექტემბერს ბათუმში მერობის კანდიდატი ლევან ანთაძე, აჭარის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები და საარჩევნო სია წარუდგინა ამომრჩევევლს. ბათუმში საარჩევნო სიის პირველი ნომერი მირდატ ქამადაძეა, მეორე – ლევან ანთაძე, მესამე – ნოდარ დუმბაძე, მეოთხე – გიორგი კუნჭულია, სიის მეხუთე ნომერი კი მანანა ილურიძეა. სიის პირველ ხუთეულში არ არის გიორგი კირთაძე, ბათუმის მოქმედი საკრებულოს წევრი და „ერთიანი …
Continue reading “„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ხუთეული ბათუმში”
„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატები აჭარის მუნიციპალიტეტებში
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აჭარის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები დაასახელა. კანდიდატების სია ასე გამოიყურება: ხელვაჩაური – თემურ დუმბაძე ქედა – ირაკლი ბარამიძე ქობულეთი – თენგიზ ზოიძე შუახევი – ომარ ავალიანი ხულო – ირაკლი ჯორბენაძე დღეს ასევე დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ბათუმში ლევან ანთაძეა, საარჩევნო სიის პირველი ნომერი კი – მირდატ ქამადაძე. კანონში შესული …
Continue reading “„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატები აჭარის მუნიციპალიტეტებში”
ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი მირდატ ქამადაძეა
„ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიის პირველი ნომერი ბათუმში მირდატ ქამადაძე იქნება. მირდატ ქამადაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მას შემდეგ შევიდა, რაც 2012 წელს პარტია არჩევნებში დამარცხდა და მმართველის პოზიციიდან ოპოზიციაში გადაინაცვლა. იგი პროფესიით იურისტია და გასულ წელს ბათუმის 68-ე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად იყრიდა კენჭს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის საკრებულოს პროპორციულ სიას და მაჟორიტარ კანდიდატებს, ასევე მერობის …
Continue reading “ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი მირდატ ქამადაძეა”
ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ლევან ანთაძეა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის მერობის კანდიდატად ლევან ანთაძეs დაასახელებს. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ პარტიაში დაუდასტურეს. პროფესიით ექიმი ლევან ანთაძე 2008 წლიდან აჭარის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა. მინისტრის თანამდებობა მან 2012 წლის მაისში დატოვა. მანამდე ლევან ანთაძე ბათუმის მერის მოადგილედ და ბათუმის „წყალკანალის“ გენერალურ დირექტორადაც მუშაობდა. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ლევან ანთაძე ძველი ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი …
Continue reading “ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ლევან ანთაძეა”
მშენებლობიდან ორი 30 წლამდე ახალგაზრდა ჩამოვარდა და დაიღუპა
ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობიდან ორი, 30 წლამდე მშენებელი ჩამოვარდა. ორივე მათგანი გარდაცვლილია. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ექიმებს მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ახალგაზრდები გარდაცვლილი დახვდათ. პროზექტურასთან შეკრებილი დაღუპულების ახლობლების თქმით, ტრაგიკული შემთხვევა მშენებლობიდან ამწის მოწყვეტამ გამოიწვია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე გარდაცვლილი 30 წლამდე ახალგაზრდაა და დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად. …
Continue reading “მშენებლობიდან ორი 30 წლამდე ახალგაზრდა ჩამოვარდა და დაიღუპა”
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბათუმში ოფისისთვის ფართობი იყიდა
ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, საზოგადოებრივ მაუწყებელს რეგიონული ოფისი ექნება. აგვისტოს თვეში მაუწყებელმა ოფისისთვის ახალაშენებულ მრავალსართულიან კორპუსში 492,2 კვ/მ ფართობი შეიძინა. მშენებელი კომპანიის ინფორმაციით, ამ კორპუსში 1 კვ/მ ფართობი 500-დან 650 დოლარამდე ღირს. შესაბამისად, მაუწყებელს საოფისე ფართობში მინიმუმ 250 ათასი და მაქსიმუმ 320 ათასი დოლარი უნდა ჰქონდეს გადახდილი. იმის გარკვევა, თუ კონკრეტულად რამდენი თანხა გადაიხადა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბათუმის ოფისში, მაუწყებელშივე …
Continue reading “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბათუმში ოფისისთვის ფართობი იყიდა”
„საუბრები ევროპაზე“ ბათუმში – სალომე ასათიანის დისკუსია
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი ACCESS-ის მხარდაჭერით აგრძელებს დისკუსიათა ციკლს „საუბრები ევროპაზე“. 16 სექტემბერს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში, 17:00 საათზე გაიმართება დისკუსია თემაზე: „დასავლეთი, რუსეთი და „სიმართლისშემდგომი ეპოქა“ – როგორ გავიგოთ კრიზისი?“ დისკუსიას გაუძღვება ჟურნალისტი სალომე ასათიანი. დისკუსიის მოდერატორი იქნება კინომცოდნე გოგი გვახარია. მისამართი: ბათუმი, ვაჟა ფშაველას ქ. #21 დასწრება თავისუფალია.
შსს უგზო-უკვლოდ დაკარგულ 39 ადამიანს ეძებს
2017 წლის პირველი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით 97 პირი დაიკარგა უგზო-უკვლოდ – საჯარო ინფორმაცია „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინსიტრომ მიაწოდა. უწყების ინფორმაციით, ამ პერიოდში 58 პირის პოვნა მოხერხდა, 39 ადამიანის მიმართ დაწყებული სამძებრო მოქმედებები კი გრძელდება. 2010 წლიდან 2016 წლის ჩათვლით საქართველოში 1264 ადამიანი დაიკარგა უგზო-უკვლოდ. 767 შემთხვევაში დაკარგული ადამიანი უპოვნიათ, 131 შემთხვევაში კი – გაუჩინარებულთა გვამი. …
Continue reading “შსს უგზო-უკვლოდ დაკარგულ 39 ადამიანს ეძებს”
ექვსი ახალი ქართული ფილმი, რომელსაც ბათუმის კინოფესტივალზე ნახავთ
ბათუმის საავტორო კინოფესტივალის სექციაში – „ქართული პანორამა“ – წელს ექვს ახალ ქართულ ფილმს ნახავთ. „ქართულ პანორამაში“ წარმოდგენილი ფილმები არასაკონკურსოა. ფესტივალი ბათუმში 17 სექტემბერს გაიხსნება. [checklist] თვე როგორც ერთი დღე. რეზო ესაძე, საქართველო, 2016; 128 წთ. სკამი. ელდარ შენგელაია, საქართველო, 2017 მე გადავცურე ენგური. ანუნა ბუკია, საქართველო, 2016; 62 წთ. ოთახები. ცირა გვასალია, საქართველო, 2016, …
Continue reading “ექვსი ახალი ქართული ფილმი, რომელსაც ბათუმის კინოფესტივალზე ნახავთ”
როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა ქართულ მედიაში
რა პრობლემებს უქმნის პრორუსული პროპაგანდის გავრცელება ქართულ მედიას? საიდან ვრცელდება დეზინფორმაცია და რას აკეთებს სახელმწიფო მათ აღმოსაფხვრელად? – ამ საკითხებზე საუბრობს გადაცემა „შეუზღუდავი სივრცის” სტუმარი თამარ კინწურაშვილი – მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი. გადაცემის წამყვანია მარიკო ნაცარიშვილი, “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მოხალისე. გადაცემა მზადდება „დემოკრატიული იდეების განვითარების” პროექტის ფარგლებში, ფონდ NED-ის მხარდაჭერით.
ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემები – ინტერვიუ გიორგი მშვენიერაძესთან
რა პრობლემებს აწყდებიან ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები საქართველოში? რა რისკებს ხედავს არასამთავრობო სექტორი და რა პასუხისმგებლობას აკისრებს ის ხელისუფლებას? ამ საკითხებზე სასაუბროდ გადაცემა „შეუზღუდავი სივრცის” ეთერში შეკითხვებს გიორგი მშვენიერაძე პასუხობს, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” თავმჯდომარე. გადაცემის წამყვანია დავით ჯინჭარაძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მოხალისე. გადაცემა მზადდება პროექტის ფარგლებში – „საქართველო ჩვენი სამშობლოა – ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში”, რომლის …
Continue reading “ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემები – ინტერვიუ გიორგი მშვენიერაძესთან”
Black Sea Sound – ლევან შანშიაშვილის ვორქშოფი ბათუმში
Black Sea Sound-ის ფარგლებში ვორქშოფები დაიწყო. პირველი ვორქშოფი – „ჰარმონიის მნიშვნელობა თანამედროვე მუსიკაში“ 16 სექტემბერს, საღამოს 6 საათზე, მაღაზიაში – „წიგნები ბათუმში“ გაიმართება და მას მუსიკოსი ლევან შანშიაშვილი [ჯგუფი KID Jesus] გაუძღვება. ვორქშოფზე განხილული იქნება სხვადასხვა მაგალითი და ზოგადად ნოტების, აკორდების, ჰარმონიის თავისებურებები, ასევე, სანოტო სისტემის მნიშვნელობა და მელოდიის ჰარმონიზირება. დასწრება თავისუფალია. დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია [დაკლიკეთ ბმული] უნდა გაიარონ. პროექტი …
Continue reading “Black Sea Sound – ლევან შანშიაშვილის ვორქშოფი ბათუმში”
ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებების ფაქტები აჭარაში
ერთი კვირის განმავლობაში აჭარაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინა. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეკვაში, მოქალაქეს შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე გადაჰქონდა 18 ცალი პირველი ხარისხის წიწვოვანი სახეობის უფირნიშო მრგვალი მორი. გარდა ამისა, პრესსამსახურის ინფორმაციით, იმავე პირს ასევე აღმოაჩნდა დაურეგისტრირებელი ე.წ. ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევით ამუშავებდა. ქედის რაიონის, სოფელ …
Continue reading “ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებების ფაქტები აჭარაში”
ცარიელი კვარცხლბეკი ქედაში – როგორი იქნება ყადირ შერვაშიძის ბიუსტი
დაბა ქედაში, კოსტავას ქუჩაზე, ქედის თვითმართველობის შენობის გვერდით არსებულ ცხრა მაისის სკვერში, ყადირ შერვაშიძის ბიუსტის განსათავსებლად მოწყობილი კვარცხლბეკი, რომელზეც მემორიალური დაფაა განთავზებული, რამდენიმე თვეა ცარიელია. ყადირ შერვაშიძის ბიუსტის დამზადება-განთავსება ქედის გამგეობას გამარტივებული შესყიდვით უნდოდა განეხორციელებინა, თუმცა გამგეობის თხოვნა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ არ დააკმაყოფილა. ქედის გამგებელი, დავით დუმბაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ ბიუსტის დამზადება-განთავსებისთვის გამგეობამ ელექტრონული ტენდერი უკვე ჩაატარა და …
Continue reading “ცარიელი კვარცხლბეკი ქედაში – როგორი იქნება ყადირ შერვაშიძის ბიუსტი”