ნეიტრალიტეტის ხაფანგი

საეჭვო წყაროების მიერ დაფინანსებული, კრემლთან მეგობრობაში შემჩნეული ჯგუფები, ორგანიზაციები და მედიასაშუალებები ხშირად მიუთითებენ ხოლმე ქართულ პოლიტიკურ ელიტას, რომ საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის აუცილებელია ქვეყანამ უარი თქვას ნატოსკენ სწრაფვაზე და გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი. ნეიტრალიტეტი რომ გამოსავალი იყოს, ალბათ, ყველა პატარა სახელმწიფო თავს ნეიტრალურად გამოაცხადებდა და ამით უზრუნველყოფდა საკუთარ უსაფრთხოებას. თუმცა, მეზობლად …

გიგა ავალიანი: ჯარი ჩემი ოჯახია!

წარმატებული ოფიცრის მორიგი მისია ავღანეთში აფხაზეთიდან დევნილი ვარ, 9 წლის ვიყავი ომი რომ დაიწყო. საერთოდ არ მქონდა წარმოდგენა, რომ სამხედრო გამოვიდოდი. მაშინ არც ვფიქრობდი ამაზე. ჩემი კუთხე დავკარგე, დავკარგე მამა, ბიძა, სახლი. როდესაც წამოვიზარდე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ აუცილებლად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უნდა მემსახურა, – ასე იწყებს საუბარს საკუთარ არჩევანზე მაიორი გიგა ავალიანი. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უკვე …

ერთად შევქმნათ ნამდვილი რეზერვი – ახალი კონცეფციის  განხილვა გრძელდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მობილიზაციის და რეზერვის ახალი კონცეფციის  საჯარო განხილვებს განაგრძობს. 29 მარტს ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ რიგით მეორე შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა ექსპერტებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. დისკუსია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გახსნა. ჩვენი ამოცანაა ზაფხულის ბოლოს – სექტემბრისთვის საქართველოს აბსოლუტურად დასრულებული ვარიანტი შევთავაზოთ, მათ შორის ჩატარებული პირველი ფაზის ჩათვლით. ჩვენი გეგმაა, კონცეფცია მაისის ბოლოს დავასრულოთ. მაისის …

საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი გადახედვას არ ექვემდებარება

ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი თბილისში ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. ამ ქვეყანაში საზოგადოება შეთანხმებულია ერთ ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებაზე, რომ საქართველო უნდა დაბრუნდეს თავის ევროპულ ოჯახს, საიდანაც ის ხელოვნურად, ძალადობრივად მოწყვიტეს. ეს გზა არ არის მარტივი, ამ გზაზე ორი ათეული წელია ჩვენი მოქალაქეები – სამხედროები და მოქალაქეები შეუპოვრად იბრძვიან, ეს არ არის მარტივი …

მითები ნატოზე

გთავაზობთ მითების სერიას, რომელიც საზოგადოებაში ანტიდასავლური პროპაგანდის შედეგად გაჩენილი მითებისა და კითხვების საპასუხოდ მომზადდა მოსაზრება, რომ NATO-ში გაწევრიანება საქართველოს მოქალაქეების არჩევანი არ არის და ეს გარე ძალების მიერ თავს მოხვეული ახირებაა, მცდარია. სინამდვილეში, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის  მოქალაქეთა დიდი უმრავლესობისა და თაობათა არჩევანია. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამის …

ოთარ დანელია აფხაზეთში დაღუპული 12 მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია  სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომის დროს, ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავისაფეთქებისას დაღუპული  12  მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე,  9 აპრილს  სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ამ ეტაპზე, ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენებული 43-ვე ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია. 2016 წელს კიდევ ორი სამარხი გაიხსნება, საიდანაც 100-ზე მეტცხედარს …

მობილური ექსტენცია კახეთის რეგიონში

სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის თანამშრომლები, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები, ექსტენციის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, კახეთის რეგიონში იმყოფებოდნენ. მეცნიერ-თანამშრომლები შეხვდნენ ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ადგილობრივ ფერმერებს და კონსულტაციები გაუწიეს მეფუტკრეობის, მეთევზეობის და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მიმართულებით. შეხვედრების განმავლობაში  ფერმერებს  შესაძლებლობა ჰქონდათ, ცენტრის სპეციალისტებისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია …

„მიზანი გაზიარებული პასუხისმგებლობაა –  ესაა განვითარების ვექტორი“

თვითმმართველობის რეფორმის წარმატების ერთ-ერთი წინაპირობა ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში საზოგადოების ჩართულობის მაღალი ხარისხია. ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში  მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებისათვის შექმნილი კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 22 ივლისს მიიღო, სოფლის/დაბის/ქალაქის საერთო კრებების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.  ხელისუფლება მიიჩნევს, რომ საერთო კრება დასახლებისა და მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და ამ ორგანოების წინაშე ინიცირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას უზრუნველყოფს. დასახლების …

„შაჰინის სკოლა-ლიცეუმი და ბავშვთა აკადემია“ აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2016-2017 სასწავლო წლისთვის

15 მარტიდან 15 აპრილამდე რეგისტრაციის შემთხვევაში მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება, 15 აპრილიდან 31 მაისამდე რეგისტრაციის შემთხვევაში კი – 10%-იანი ფასდაკლება. რატომ უნდა აირჩიოთ შაჰინის სკოლა-ლიცეუმი? სკოლის ნათელი და სუფთა შენობა, მოსწავლეთა კვება, მრავალფეროვანი მენიუ, ბავშვთა ექიმი, გამოცდილი, დისციპლინირებული ადმინისტრაცია და პედკოლექტივი, 24-საათიან რეჟიმში ჩართული 60 ვიდეოკამერა – თქვენი შვილების ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში აღზრდის საწინდარია. პირველი კლასიდან მოსწავლეებს …

ნანა ცხადაძე, სერჟანტი, აგვისტოს ომის ვეტერანი

,,მე გავაკეთე ჩემი არჩევანი: ჩავიცვი ფორმა, რომ ვყოფილიყავი საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგითი ჯარისკაცი“ ნანა ცხადაძე იმერეთის პატარა სოფელში დაიბადა. იქვე დაამთავრა სკოლა, სწავლა კი სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო. სწავლის დასრულების შემდეგ მომავალი ჯარისკაცი, 5 წლის განმავლობაში, თავისი პროფესიით სამოქალაქო მიმართულებით, კათედრაზე მუშაობდა. ნანა ცხადაძე: „როდესაც კარიერის სამხედრო მიმართულებით გაგრძელება გადავწყვიტე, ყველას გაუკვირდა. ამის მიუხედავად, ოჯახი გაგებით …

მითები NATO-ს შესახებ

გთავაზობთ მითების სერიას, რომელიც საზოგადოებაში ანტიდასავლური პროპაგანდის შედეგად გაჩენილი მითებისა და კითხვების საპასუხოდ მომზადდა მოსაზრება, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება შეუძლებელია, სანამ მისი რეგიონები ოკუპირებულია და მისი ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, მცდარია. სინამდვილში NATO მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ალიანსის პოზიციით, ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი წარმოადგენს საქართველოს განუყოფელ …

ხშირად დასმული კითხვები – რა არის ამერიკის შეერთებული შტატების როლი საქართველოს უსაფრთხოებაში?

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ეს ურთიერთობები ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის წარმატებული ისტორიებით არის გამყარებული. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან დღემდე აშშ-მა საქართველოს მნიშვნელოვანი სამხედრო, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარება გაუწია. 2009 წლის იანვარში ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობები თვისობრივად ახალ ფაზაში გადავიდა და ვაშინგტონში, საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოეწერა ხელი. …

კრივის ჩემპიონატის ქართველი გამარჯვებული ამერიკაში

,,მინდა ჩემი წარმატებით ამერიკელებმა (სტუდენტებმა, ჩემმა თანატოლებმა) გაიცნონ ,, Georgia’’ – როგორც ქვეყანა და არა როგორც ამერიკის ერთ-ერთი შტატი’’ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო აკადემიამ, რომელიც ქალაქ ანაპოლისში მდებარეობს, კრივში კადეტთა ბრიგადის ყოველწლიურ, ტრადიციულ ჩემპიონატს უმასპინლა. აკადემიაში 70 ქვეყნიდან 4 000-მდე კურსანტი სწავლობს. ქართველმა კადეტმა პაატა გუჯეჯიანმა ფინალურ შეხვედრაში გაიმარჯვა და პირველი უცხოელი კურსანტი გახდა, რომელმაც ფინალში წარმატება …

„საქართველო ვარშავიდან უფრო ძლიერი უნდა ჩამოვიდეს – გაძლიერებული თავდაცვისუნარიანობით“

ნატოს ვარშავის სამიტი – მოლოდინები და პერსპექტივები 2016 წლის 1 მარტს ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ორგანიზებით, არასამთავრობო სექტორთან და ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: ნატოს ვარშავის სამიტი – მოლოდინები და პერსპექტივები. აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავდა ანტიდასავლური პროპაგანდის და ნატოს ვარშავის სამიტისთვის მოლოდინების მართვის საკითხებზე თავდაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო თუ …

საარმიო, ტერიტორიული, სპეციალისტთა რეზერვი – კონცეფცია განსახილველად მზად არის

შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის საეტაპო შემადგენელი ნაწილი სრულყოფილი რეზერვის ჩამოყალიბება იქნება. თავდაცვის სამინისტრო კვლავ გააგრძელებს ღია დიალოგს საზოგადოებასთან ამ მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ და რამდენიმე დღეში სამსჯავროზე გამოიტანს საბაზისო მოსაზრებებს შეიარაღებული ძალების რეზერვის შესახებ. დაინტერესებულ პირებს და ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ გამოთქვან თავისი მოსაზრებები, შენიშვნები, წინადადებები შეჯერებული საბოლოო ვარიანტის შესამუშავებლად. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ნატო-ს სამხედრო ექსპერტებიც. ასეთი მიდგომით …

თავდაცვის სამინისტროს გენდერის კვირეული – #ქალი ქვეყნის სამსახურში

3 მარტიდან 8 მარტის ჩათვლით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით გენდერული კვირეული ჩატარდა. #ქალი ქვეყნის სამხახურში – სწორედ ასეთი სახელწოდებით დასათაურდა კვირეული, რომელმაც როგორც შიდა აგრეთვე გარე აუდიტორიისთვის მრავალი საინტერესო ღონისძიება მოიცვა: ლექცია-დისკუსიებით, ვიზიტებით, ფოტოგამოფენებითა და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით დატვირთული კვირეული საინტერესო აღმოჩნდა როგორც სამინისტროში დასაქმებული ადამიანებისთვის აგრეთვე, სტუდენტებისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის. კვირეული 3 მარტს, მრავალშვილიან სამხედრო ოჯახში …

7 თვე ავღანეთში – სამხედრო ჟურნალისტის რეპორტაჟი სამშვიდობო მისიიდან

ავღანეთში დილით, ათი საათისთვის ჩავფრინდით. ეს ჩემი მეოთხე ვიზიტი იყო ცხელ მიწაზე. ბოლო ვიზიტისას, ვიზის უქონლობის გამო, აქ მხოლოდ ერთი თვე დავყავი. ახლა დიდი ხნით ჩამოვედი. 6-თვიანი სამშვიდობო მისია ჟურნალისტისთვის სერიოზული თავგადასავალი და გამოწვევაა. ქაბულის აეროპორტში მეკავშირე ოფიცრები დაგვხვდნენ და ამერიკულ ბაზამდე მიგვაცილეს. „ფენიქსი“ თითქმის არ შეცვლილა. ამ ბაზაზე პირველი ვიზიტი გამახსენდა. ვიწრო ოთახი, სულ …

რონი სოლბერგი „შუახევიჰესზე“, საქართველოსა და ენერგეტიკაში ქალების როლზე

რონი სოლბერგი კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ (AGL) აღმასრულებელი დირექტორია. უკვე ერთი წელია ბათუმში ცხოვრობს, მეუღლესთან ერთად და საოცრად მოსწონს ეს ქალაქი, განსაკუთრებით არატურისტულ სეზონზე. დატვირთული სამსახურებრივი გრაფიკის პარალელურად, მაქსიმალურად ცდილობს კარგად გაიცნოს საქართველო, მისი მოგზაურობა მწვანე ტბიდან, აჭარის მაღალმთანეთიდან დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდა. მოსწონს ქართული ღვინო. ხშირად სტუმრობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონს. შემოდგომაზე კახეთი მოინახულა, …

ბათუმში ფრანგული აქსესუარების ბრენდმაღაზია ,,მოა“ გაიხსნა

8 მარტს ბათუმში, კონსტანტინე გამსხურდიას #17/19-ში, ფრანგული აქსესუარების ბრენდმარაზია „მოა“ საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში მოწვეულ სტუმრებს სასიამოვნო სიურპრიზები დახვდათ, პირველი ორასი მომხმარებელი ბრენდის აქსესუარით დაასაჩუქრეს. „მოა“ საერთაშორისო კორპორაცია „აი სი არ“-მა საქართველოს ბაზარზე 2014 წელს წარადგინა. ბრენდი ქალებს მოდის უახლოესი ტენდენციების მიხედვით შექმნილ აქსესუარებს საუკეთესო ფასად სთავაზობს. მსოფლიო მასშტაბით „მოას“ 100-მდე მაღაზიას შეხვდებით. საერთაშორისო კორპორაცია …

ქობულეთელი მიგრანტი ქალები სტილისტის პროფესიას დაეუფლნენ

შვიდივე ბენეფიციარმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა სამთვიანი სასწავლო კურსის გავლის შემდეგ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ეკოლოგიურმა და შრომითმა მიგრანტმა ქალბატონებმა სტილისტის საქმიანობა შეისწავლეს და საგამოცდო კომისიის წინაშე თამამად და წარმატებით წარსდგნენ. სასწავლო კურსი ბენეფიციარებმა პროექტის „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში გაიარეს. პროექტის მიზანია აჭარის რეგიონში დაბრუნებული, პოტენციური და ეკომიგრანტებისათვის გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ცხოვრების ღირსეული პირობების ჩამოყალიბების …

მოქალაქეთა ჩართულობის ახალი ფორმები რეალური თვითმმართველობისთვის

თვითმმართველობა მოქალაქეთა თვითორგანიზების ფორმაა და იგი საზოგადოების მონაწილეობის გარეშე ვერ გახორციელდება  2014 წლის ზაფხულში ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” ინიციატივით შექმნილმა დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფმა შეიმუშავა ხედვა მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შესახებ. ამ ხედვების ნაწილის გათვალისწინებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გასაძლიერებლად, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 22 ივლისს …

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

IUHB  მრავალპროფილური ჰოსპიტალი ბათუმში გთავაზობთ მაღალი ხარისხის ამბოლატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას. ჰოსპიტალში მუშაობს: მიმღებ-დიაგნოსტიკური ცენტრი, კარდიოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა და ზოგადი ქირურგიის, მეან-გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის, ოფთალმოლოგიის, უროლოგიისა და რადიოლოგიის, ნეიროქირურგიისა და ნევროლოგიის განყოფილებები და უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორია. ჰოსპიტალი 103 საწოლზეა გათვლილი. ჰოსპიტალში 65 პალატაა, 3 –  ინტენსიური მოვლის ცენტრი (21 საწოლი), ახალშობილთა ინტენსიური მოვლის ცენტრი (5 …

საგადასახადო შეღავათები მძიმე დაზიანება მიღებული სამხედროებისთვის

2015 წლის 16 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’, რომელსაც 25 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა და გამოაქვეყნა. კანონი ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების ავტორი  საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იყო, ხოლო ინიციატორი  –  საქართველოს მთავრობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის იდეა წარმოიშვა დაჭრილი და დაშავებული მეომრების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების …

სამაცივრე მეურნეობების პროგრამა ამოქმედდა – ერთად ევროპისკენ

საქართველოს ევროკავშირში კურკოვანი კულტურის ექსპორტის შესაძლებლობა იანვრიდან მარტამდე აქვს, როდესაც ევროპაში ატმის, ვაშლატამას, ალუბლის, გარგარისა და ქლიავის დეფიციტია. თუმცა წლის ამ პერიოდში კურკოვანი კულტურის ნაკლებობაა საქართველოშიც. 2015 წლის იანვრიდან მარტამდე საქართველოდან ხილის ამ სახეობების ექსპორტის მაჩვენებელი ნულის ტოლია. ადგილობრივი კომპანიების განცხადებით, ამის მიზეზი პროდუქტის მცირე რაოდენობა და სამაცივრე მეურნეობების არარსებობაა. როდესაც ველაპარაკებით პარტნიორებს, აუცილებელი მოთხოვნაა …

გერმანულ-ფრანგული ენების კვირეული სკოლა ევრო-2000-ში

სწავლა ხალისით – გზა ვეროპისაკენ! ,,მე ქართველი ვარ,მაშასადამე – ევროპელი!’’ ,,მე ქართველი ვარ ჩემი ტრადიციებით, ენით, კულტურით, წარსულით, აწმყოთი და მომავლით“, ,,მე ქართველი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ იმის დასამტკიცებლად, რომ ჩემი წინაპარი პირველი ევროპელია, შეუძლებელს შევძლებ იმისათვის, რომ ჩემი ქვეყნის საუკეთესო ტრადიციები მსოფლიოს ვაჩვენო. ვაჩვენო ჩემი სწავლით, აღზრდილობით, თავმდაბლობით, ტოლერანტობით, შემწყნარებლობით, ჩემი ქვეყნის ისტორიული წარსულისა …

თავდაცვის მინისტრი აბიტურიენტებს შეხვდა

განათლება თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია 18 თებერვალს თავდაცვის მინისტრი  თინათინ ხიდაშელი საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენას ეწვია და აბიტურიენტებს შეხვდა. მომავალმა სტუდენტებმა გამოფენაზე წარმოდგენილი საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის შესახებ დეტალური ინფორმაცია პირადად მინისტრისგან  მიიღეს. „მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ასეთი ღონისძიებები იმართება. ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა, პირველწყაროს ესაუბრონ, სკოლის დამთავრების ადრეულ ეტაპზე დაგეგმონ …

რა არის მითი?

გთავაზობთ მითების სერიას, რომელიც საზოგადოებაში ანტიდასავლური პროპაგანდის შედეგად გაჩენილი მითებისა და კითხვების საპასუხოდ მომზადდა რა არის მითი? მითი პროპაგანდის და სიცრუის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღია. მას კონკრეტული ავტორი არ ჰყავს. ის ვრცელდება სწრაფად და რაც უფრო სახალხო ხდება, მით მეტად ძლიერი და გავლენიანია ესა თუ ის მითი.  მითი  ათასჯერ უნდა გაიმეორო, სანამ ის „სიმართლედ“ …

საქართველო ნატოში გაწევრიანების გზაზე

1991 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანამ თავისი ისტორიული არჩევანი გააკეთა და პროდასავლური კურსი აიღო. გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოება და დემოკრატიული განვითარება ყოველთვის საფრთხის წინაშე იდგა. სწორედ ამიტომ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველომ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების ძიება ევროატლანტიკურ სივრცეში დაიწყო.  საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან 24-წლიანი თანამშრომლობის ისტორია აკავშირებს. ქვეყანამ, როგორც ნატოს პარტნიორმა, …

რუსეთ-საქართველოს სახელმწიფოებრივ ხელშეკრულებათა ისტორია და ნატოს პერსპექტივა

ქართველი მწერალი ოთარ ჭილაძე ამბობდა: „მთელი ჩემი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ხუთი წუთიც არ ყოფილა მეგობრული ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის“. ასე იყო ფაქტობრივად და ასე არის იურიდიულადაც. ამჯერად  იურიდიულ მხარეზე ვისაუბროთ. რუსეთ-საქართველოს შორის არა­ერთი სახელმწიფოთაშორისი პოლიტიკური შეთანხმება შედგა. მათი ზერელედ გადახედვაც კი კმარა დასკვნების გამოსატანად. მივყვეთ მოვლენებს ქრონოლოგიურად: 1719 წელს რუსეთის იმპერატორმა პეტრე პირველმა მოლაპარაკებები დაიწყო …

მომავლის აკადემია XXI საუკუნის განათლებისთვის

ეროვნული თავდაცვის აკადემია 28 მარტიდან აბიტურიენტთა მიღებას იწყებს თბილისიდან დილის 5 საათზე გავედით… გვსმენია,  რომ მზის ამოსვლა ამ მხარეში, კავკასიონის მთების ფონზე განსაკუთრებულია. სასწავლო „ქალაქს“  გარიჟრაჟზე, დილის გამამხნევებელი ვარჯიში და იუნკერთა შეძახილები ავსებს. ასეა წლის ნებისმიერ სეზონზე. ეროვნული თავდაცვის აკადემიის ზღურბლს მიღმა ენერგიით, იმედითა და ძალით ივსები და დარჩენის თუ არა, მინიმუმ,  ხშირი სტუმრობის სურვილი …

რა ინტერესი აქვს ნატოს საქართველოს მიმართ?

ხშირად დასმული კითხვები ნატოს წევრი ქვეყნების, ისევე როგორც სხვა ევროპული ქვეყნების, მიზანია ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეის ხორცშესხმა. ამ იდეის განხორციელებისთვის კი აუცილებელია, რომ ყველა ევროპული ქვეყანა იყოს სტაბილური და მშვიდობიანი. შესაბამისად, ნატო დაინტერესებულია განვითარებული და დემოკრატიული საქართველოს ჩამოყალიბებით, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების  განმტკიცებას. ნატო დაინტერესებულია შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფით, …

საქართველოს ყველა ინსტრუმენტი აქვს წევრობისთვის მოსამზადებლად

საქართველოს დღეს გაცილებით  მეტი ინსტრუმენტი აქვს. 2015 წლის დეკემბრის მინისტერიალის შემდეგ საქართველო გაცილებით უფრო მაღალ სტატუსშია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ, როცა მაპი ჩვენი მთავარი ამოცანა იყო. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ნატომ ერთი თვის წინ უთხრა, რომ მას აქვს ყველა ინსტრუმენტი წევრობისთვის მოსამზადებლად. ასეთი განცხადება არც ერთ ქვეყანასთან მიმართებაში არ გაკეთებულა. ჩვენი მთავარი ამოცანა ვარშავის სამიტზე …

საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს

მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში! ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ ნატოს წევრი სახელმწიფოებისა და ევროპის მზარდი ინტერესი ბუნებრივად ზრდის საქართველოში განვითარებული მოვლენებით უცხოელი ჟურნალისტების დაინტერესებას. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) ალიანსში გაწევრიანების გზაზე უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებს მოიცავს. არსებითი პაკეტი საქართველოს 2014 წელს, ნატოს უელსის სამიტზე მიენიჭა. ნატოს არხის კორესპონდენტის, ჯეიკ ტაპმანის საქართველოში ვიზიტის მიზანიც, სწორედ SNGP-ის განხორციელების …

ალექსანდრე ჯეჯელავას სემინარები ბათუმში

„ცხოვრების უმნიშვნელოვანესი კანონი – მუდმივი განვითარებაა“ (მაჰათმა განდი) 5-6  მარტს ბათუმში მოქმედ და დამწყებ მენეჯერებს განვითარებისთვის  საუკეთესო შანსი ეძლევათ. ტრენინგცენტრი „განვითარების აკადემია“ გთავაზობთ  სემინარების სერიას მენეჯერებისათვის. სემინარებს წარუძღვება „მართვის აკადემიის“ თავმჯდომარე, გამოცდილი ტრენერი ალექსანდრე ჯეჯელავა. ალექსანდრე ჯეჯელავას შესახებ: სახელმწიფო და კომერციული სექტორის ორგანიზაციებთან მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება როგორც უშუალოდ მენეჯმენტის, ასევე ტრენინგის კუთხით. ტრენინგების ჩატარების 10-წლიანი …

2016 წელს კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯია” 70-ზე მეტ სოციალურ პროექტს დააფინანსებს

დღეს, 22 თებერვალს, კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას (AGL) აღმასრულებელმა დირექტორმა რონი სოლბერგიმ სიტყვით მიმართა, მედიის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს Radisson Blu Iveria-ში, კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე გამართულ კონფერენციაზე. კომპანიის ხელმძღვანელმა  განხორციელებულ პროექტებზე და სოციალური პასუხისმგებლობის როლზე ისაუბრა ქვეყნის და საზოგადოების განვითარების პროცესში. ,,სოციალური პასუხისმგებლობა თანამედროვე ბიზნესის განუყოფელი ნაწილია. კომპანია მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად, როცა თვისი …

JTEC – ახალი ფაზა ნატო-საქართველოს ურთიერთობებში

ზუსტად ექვსი თვის წინ  ეროვნულ სასწავლო ცენტრ კრწანისის“ ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი სასწავლო ცენტრი ( JTEC) დაფუძნდა. იქ, სადაც ერთ დროს საბჭოთა საწვრთნელი პოლიგონი იყო და სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგაც ჩამოდიოდნენ, რათა ტერიტორია, როგორც საბჭოთა  საწვრთნელი პოლიგონის ნიმუში, დოკუმენტური ფილმებისთვის გადაეღოთ. გზა პოლიგონ იაღლუჯიდან ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ სასწავლო ცენტრამდე  ნატო-საქართველოს ურთიერთობების, …

Exit mobile version