მთავარი,რეკლამა,სიახლეები

„ლევილი“ – ევროპული საცხობი ქართული სურნელით

21.06.2018 • 8050
„ლევილი“ – ევროპული საცხობი ქართული სურნელით

ბათუმში, გორგილაძის ქუჩა N1-ში, ახლახან სრულიად ახლებური, ევროპული საცხობი გაიხსნა, სადაც ერთდროულად შეგიძლიათ დააგემოვნოთ პროფესიონალების მიერ დამზადებული, ნამდვილი კრუასანი, ფრანგული ხრაშუნა პური, სხვადასხვა სახის სალათები, აჭარული და ნებისმიერი სხვა სახის ხაჭაპური. უგემრიელესი, ჯანსაღი  პროდუქტით მომზადებული სენდვიჩები და ქვის ღუმელში, წიფლის შეშაზე დამზადებული უამრავი სხვა პროდუქტი.

უგემრიელესი, ჯანსაღი პროდუქტით მომზადებული სენდვიჩები ქვის ღუმელში, წიფლის შეშაზეა დამზადებული.

უგემრიელესი, ჯანსაღი პროდუქტით მომზადებული სენდვიჩები ქვის ღუმელში, წიფლის შეშაზეა დამზადებული.

რატომ „ლევილი“?

 კაფეს მფლობელებმა გადაწყვიტეს, ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის თანაბრად საინტერესო ახალი სივრცის გახსნა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისთვის დაეკავშირებინათ. პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელთა მამული საფრანგეთში – ლევილი ამიტომაც იქცა კაფეს სახელწოდებად. ეს ადგილი ქართულ-ევროპული ურთიერთობების სიმბოლოა და ბათუმში, საქართველოს ყველაზე ევროპულ ქალაქში, ლოგიკურია არსებობდეს მყუდრო, გემრიელი, ხარისხიანი და დასამახსოვრებელი სივრცე, სახელად „ლევილი“.

უგემრიელესი, ჯანსაღი პროდუქტით მომზადებული სენდვიჩები ქვის ღუმელში, წიფლის შეშაზეა დამზადებული.

უგემრიელესი, ჯანსაღი პროდუქტით მომზადებული სენდვიჩები ქვის ღუმელში, წიფლის შეშაზეა დამზადებული.

მიირთმევთ იმას, რასაც თქვენს თვალწინ ამზადებენ

საგანგებოდ განათებულ, უზარმაზარ ქვის ღუმელში წიფლის შეშით აცხობენ: აჭარულ ხაჭაპურს, ლობიანს, კუბდარს და პიცას. ეს ყველაფერი თქვენს თვალწინ მზადდება, ხედავთ როგორ ზელს, ფორმებს აძლევს და მერე ბუხრიდან გამოაქვს დაბრაწული ხაჭაპური თუ კუბდარი.

რა უხდება ყველაზე ძალიან აჭარულ ხაჭაპურს? რა თქმა უნდა, „ლაღიძის წყლები“. „ლევილი“ „ლაღიძის წყლების“ ერთადერთი პარტნიორია ბათუმში და ჩვენთანაც გაჩნდა ადგილი, სადაც ნამდვილი „ლაღიძის წყლებით“ ისიამოვნებთ.

რა უხდება ყველაზე ძალიან აჭარულ ხაჭაპურს?

რა უხდება ყველაზე ძალიან აჭარულ ხაჭაპურს?

თავად დაამზადეთ აჭარული ხაჭაპური და ისწავლეთ ღვინის ამოცნობა

Leuville რომ ჩვეულებრივი საცხობი არ არის, ამას ისიც მოწმობს, რომ აქ არამხოლოდ უგემრიელეს ცომეულს დააგემოვნებთ, არამედ თავადაც მიიღებთ ცხობის პროცესში მონაწილეობას. „ლევილის“ აჭარული ხაჭაპურის გაკვეთილები საშუალებას გაძლევთ, დახელოვნდეთ ხაჭაპურის ცხობაში და სახლშიც ისევე გემრიელად დაამზადოთ ეს საოცარი კერძი, როგორც „ლევილში“ ამზადებენ.

აქ მოსულ სტუმრებს შეუძლიათ „ლევილის“ ღვინის ტურზე ჩაეწერონ, სომელიები სტუმრებს მოუყვებიან უძველეს ქართულ ქვევრის ღვინოებზე. სხვადასხვა სინჯების საშუალებით შეძლებთ შეარჩიოთ თქვენი ფავორიტი ღვინო. ტურის მსვლელობისას დააგემოვნებთ 4 სხვადასხვა სახის ღვინოს და თქვენითვე გამოცდით რამდენად სწორად აღითქვამთ მათ.

„ლევილის“ გუნდი

„ლევილის“ გუნდი

სიმყუდროვე, ევროპული ხარისხი, უგემრიელესი, ადგილზე დამზადებული პროდუქცია, მეგობრებთან ერთად თავისუფალი დროის გასატარებელი საუკეთესო ადგილი – ეს არის ის მთავარი ღირსებები, რაც ლევილს ბათუმის სხვა საცხობებისგან გამოარჩევს.

აქ ფრანგული ვიტრაჟებით გაფერადებული გარემო, მუდმივად საუცხოო სურნელი და ოჯახური სიმყუდროვე დაგხვდებათ.

„ლევილი“ არის ადგილი, რომელიც ბათუმელებისა და ქალაქში ჩამოსული ტურისტებისთვის სულ მალე იქცევა ყველაზე საყვარელ ადგილად, სადაც ერთმანეთს ქართული და ევროპული კულტურა ერწყმის.

გადაბეჭდვის წესი