თამარ თანდაშვილი პროფესიით ფსიქოლოგია. მისი პირველი რომანი – „ბაბუაწვერას სტაფილოსფერი ქარბუქი“ შარშან გამოვიდა. წელს კი წიგნის მაღაზიებში მისი ახალი ნაწარმოები – „მატერიკონი“ გამოჩნდა. ქალები პატრიარქალურ კულტურაში, სექსი, როგორც ძალადობის ინსტრუმენტი, სიკვდილი და გათავისუფლება – თამარი ამბობს, რომ მის რომანებში ნამდვილი ამბებია მოთხრობილი. თამარ, პროფესიით ფსიქოლოგი ხარ, როდის და რატომ დაიწყე წერა? წერა დავიწყე, თუ არ …
Author Archives: ზურა აბაშიძე
მშობლის სევდა
მეღვიძება, ღამეა, ბნელა, რატომ მაღვიძებენ, ჯერ ხომ არ გათენებულა, არადა მაღვიძებენ, გვერდით ოთახში მაღვიძარა რეკავს, ესე იგი, გათენდა. წამოვჯექი საწოლზე, ფარდას სწევს დედა, იასამნისფერი შუქი შემოდის ოთახში, თენდება, ნივთებს ვარჩევ, ჩემს ოთახში ვარ, დიდი ხანი არაა, რაც საკუთარი ოთახი მაქვს, პირადი სივრცე. ძალიან მიხარია, ამერიკელი თინეიჯერი მგონია თავი, შევიკეტები ოთახში და არ გამოვდივარ, მეგობრებსაც ოთახში …
როცა წერა ნევროზს ემსგავსება – ანა კორძაია-სამადაშვილის ბოლო წიგნი
სამუშაო დღეებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თუ ჩაივლით და ვერანდას ახედავთ, აუცილებლად დაინახავთ ქალს, რომელსაც სტუდენტები შემოუკრებია მაგიდის გარშემო და მაგარ, ძალიან მაგარ ამბებს უყვება. ეს ქალი ანა კორძაია-სამადაშვილია, რომელიც მალე მეხუთე წიგნს, ამჯერადაც რომანს შესთავაზებს ერთგულ მკითხველს. ანა ერთ-ერთი პირველი ქალი ავტორია, რომელმაც ფსევდონიმით, სოფიო კირვალიძის სახელით დაიწყო მოთხრობების გამოქვეყნება, მისი თქმით, ძალიან მაგარ გოგოებზე, …
Continue reading “როცა წერა ნევროზს ემსგავსება – ანა კორძაია-სამადაშვილის ბოლო წიგნი”
ცხოვრების ნახევარი პატიმრობაში
„ცუდით ვერ გამაკვირვებ, მე კარგი, ჰუმანური და ადამიანური ნაბიჯები თუ გამაკვირვებს, სხვა ვერაფრით მოახდენ ჩემზე გავლენას“, – ამბობს ყოფილი პატიმარი მაქს შულგატი, რომელიც 1980 წელს თბილისში დაიბადა. თავისი ცხოვრების ნაწილიც თბილისში გაატარა, ვიდრე 1998 წელს, პირველად არ მოხვდა საპატიმროში. როგორც მაქსი ამბობს, მან თავისი მამის დანაშაული აიღო თავზე, რის გამოც 10 წელი მიუსაჯეს. დღეს მაქსი სრულიად …
ცხოვრება სამშობლოს მოღალატის დაღით
„მთელი ცხოვრება პატიოსანი ცხოვრებით ვცხოვრობდი, არაფერი დამიშავებია. დავფიქრებულვარ, ციხეში რომ მოვხვდე, შეიძლება თავი მოვიკლა, ვერ გავძლებ, ვერ შევეგუები-მეთქი, მაგრამ იქ ყოფნის დროს მივხვდი, რომ ადამიანი ყველაფერს ეგუება, იმ ცუდ პირობებსაც ეჩვევი“, – თავისთვის დამახასიათებელი აუღელვებელი და მშვიდი ტონით მეუბნება 40 წლის ტარიელ აბაშიძე ამ სიტყვებს. ტარიელი ყოფილი პატიმარია, 2010-2013 წლებში გლდანის მერვე ციხეში გაატარა 314-ე …
ცხოვრება ქალთა კოლონიაში და გარეთ
„ნუ შეცვლით ჩემს სახელს, დასამალი რა მაქვს“, – ასე იწყებს მირანდა მაზმანოვა საუბარს. „მინდა, ადამიანმა აღიქვას ყველა ის სირთულე, რაც პატიმრობას და პატიმრობის შემდეგ პერიოდს მოაქვს“, – მიხსნის ქალი და პირველ შეკითხვას ელოდება. მირანდა მაზმანოვას მოსაყოლი ბევრი აქვს, ინტერვიუ ორ საათამდე გრძელდება, ამბებიც არ ენანება, ინტერვიუს შუა ნაწილში კითხვებსაც აღარ ვსვამ, მირანდა აგრძელებს მოყოლას, თვითონ …
ყოფილი პატიმრის ახალი ცხოვრება
ზუსტად იმ დროს, როცა დამსვენებლები ურეკის ქვიშიანი სანაპიროთი ტკბებიან და ახალგაზრდა გოგო-ბიჭები თმაშესველებულები და გარუჯული სხეულებით ქალაქში მიდი-მოდიან, 31 წლის ყოფილ პატიმარს, დათოს (ისტორიაში სახელი შეცვლილია) კარავი აქვს გაშლილი სანაპიროზე და როგორც თვითონ ამბობს, მცირე ბიზნესს ეწევა. დათო ყოფილი პატიმარია, მას და მის რამდენიმე მეგობარს ქორწილში კამათი მოუვიდათ სტუმრებთან, კამათი ჩხუბში გადაიზარდა და ერთი ადამიანი …
რამდენად კარგად იცნობთ ქართულ მხატვრობას? [ტესტი]