პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი გადადგა

დღეს, 13 ივნისს, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა. შესაბამისად გადამდგარია მთავრობის სრული შემადგენლობა. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა დღეს, 13 ივნისს, მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე. გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ აზრთა სხვადასხვაობა ხშირად ჰქონია პარტია “ქართული ოცნების”თავმჯდომარესთან და ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან და მიიჩნევს, რომ ახლა მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სურვილისამებრ დააკომპლექტოს მთავრობა. გიორგი კვირიკაშვილმა სანამ თანამდებობის დატოვების შესახებ …

როგორ ამინდს უნდა ველოდოთ უახლოეს დღეებში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12-13 ივნისს ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, თუმცა, ძირითადად, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 23  – 28  გრადუსი   ღამით: 16 – 21 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: დღისით: 18 – 23  გრადუსი  ღამით: 7 – 12 გრადუსი  ზღვის წყლის ტემპერატურა 22, …

ხანძარი მანთაშევის ქარხანაში

1901 წლის ზამთარში „ნავთის ქალაქში“ კვამლის დიდი სვეტი ავარდა. ცეცხლი გაჩნდა რუსეთის იმპერიაში „ნავთის იმპერატორად“ ცნობილი მაგნატის, მანთაშევის, ქარხანაში. ბათუმში იმხანად უკვე არსებობდა სახანძრო რაზმი, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ბრანდმეისტერი, 12 მეხანძრე, 20 მებარჯე, ოთხი მეეტლე და ერთი მესიგნალე. სანამ პატარა სახანძრო რაზმი „ნავთის ქალაქში“ ცეცხლს ებრძოდა, ბარცხანა ფოტოგრაფების სამიზნე გახდა. „ხანძარი მანთაშევის ქარხანაში“ – ამ …

შავი ჯიპი ტროტუარზე [ფოტო]

მელიქიშვილისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში, ტროტუარზე, გაჩერებული ეს ჯიპი 9 ივნისს მოხვდა „ბათუმელების“ ფოტოობიექტივში. ჯიპის მეპატრონე წელს ერთხელ დაუჯარიმებიათ – სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე ნიშანში დგომისთვის. მძღოლისთვის, ასევე, 2016 წელს გამოუწერიათ 10-ლარიანი ჯარიმა პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის.

„რომეო და ჯულიეტა“ – შექსპირის ტრაგედიის თანამედროვე ვერსია თოჯინების თეატრის სცენაზე

დღეს, 10 ივნისს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრში პრემიერაა. რეჟისორი ნიკა ჩიკვაიძე შექსპირის ტრაგედიის განსხვავებულ, თანამედროვე ვერსიას წარმოადგენს. მონაწილეობენ მსახიობები: გიორგი არველაძე, სოფო ცინცაძე, სალომე დოლიძე, ნინო დავითაშვილი, გელა გელაძე, ეკა გვარამია, თამაზ ჩახვაძე, ია გოგიბერიძე, თამაზ მაღლაკელიძე, ლევან მიდილიში, ალექსანდრე გაბაიძე, ანრი ჩაგუნავა, მინდია ჩოხარაძე, რევაზ ხოფერია, თედო ტუღუში, ირმა მგელაძე და მარიკა ბულეიშვილი. …

გრაფიტი ქობულეთის ქუჩებში [ფოტო]

ქობულეთში მხატვარმა ნოდო ნახუცრიშვილმა ზებრა გადასასვლელები, მოსაცდელი და კედლები მოხატა. პროექტი ქობულეთის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ბიუჯეტი 2 000 ლარია. როგორც მერიაში გვითხრეს, პროექტის ფარგლებში მოიხატა ორი ზებრა გადასასვლელი, ერთი კედელი, ერთი მოსაცდელი და ნაგვის რამდენიმე კონტეინერი.

მარადიდში მდინარეზე სეირნობის დროს სამი ტურისტი დაიღუპა

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში მდინარე ჭოროხზე ნავით გასეირნებისას ნავი გადაბრუნდა, რის შედეგადაც ექვსი ტურისტი მდინარემ გაიტაცა. როგორც მერის წარმომადგენელმა გვითხრა, ნავით ადგილობრივები ასეირნებდნენ ტურისტებს. სოფლის მცხოვრებლის თქმით, ეს იყო ტურისტების ორი ოჯახი. ხელვაჩაურის მერის წარმომადგენლის თქმით, უკვე იპოვეს ორი ადამიანი, რომლებიც ცოცხლები არიან. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულია სამი ადამიანი, რომელთა ცხედრებიც სამაშველო …

ზღვის წყლის ტემპერატურა 22 გრადუსია – უნალექო შაბათ-კვირა ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, შაბათ-კვირას, 9-10 ივნისს, ბათუმში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 22  – 27  გრადუსი   ღამით: 16 – 21 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: დღისით: 18 – 23  გრადუსი  ღამით: 7 – 12 გრადუსი  ზღვის წყლის ტემპერატურა უკვე 22 …

დღეს: ინკლუზიური თეატრალური დასის სპექტაკლი ბათუმში

დღეს, 7 ივნისს, ბათუმში, თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის ღია სცენაზე,  ინკლუზიური თეატრალური დასი „ცისარტყელა“ წარმოგიდგენთ სპექტაკლს „სამი გოჭი “. დასაწყისი: 18 საათზე. დასწრება თავისუფალია. ინკლუზიური თეატრალური დასი „ცისარტყელა“ ბათუმში 2007 წლიდან დგამს სპექტაკლებს. დასის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ ტუღუშია. ________ მთავარი ფოტო: არქივიდან  ამავე თემაზე:  ბათუმის ინკლუზიური თეატრის დასის სპექტაკლი

ქუჩები ბათუმში, სადაც ხვალ შუქი გაითიშება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ხვალ, 7 ივნისს, ბათუმში 8779 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ბათუმში ელექტროენერგიის მიწოდება 08-დან 18:00 საათამდე მონაკვეთებში, მონაცვლეობით, შეეზღუდება: ზ. გორგილაძის პუშკინის ტბ. აბუსერიძის მაიაკოვსკის დადიანის გორგასალის ლერმონტოვის ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებს. ელექტროენერგიის მიწოდება ასევე შეეზღუდება მწვანე კონცხის,  მახინჯაურის, კახაბრისა და ურეხის დასახლებების ნაწილს. ხელვაჩაურში 11-დან 18 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით, …

„ისე შენ დედას შ…“ – საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება მოსამართლის გინებაზე

„ისე შენი დედას შ… რამდენი შენ სიმართლეს ლაპარკობ,“ – ეს კომენტარი სოციალურ ქსელ ფეისბუქში მოქალაქე გია ფაცურიას მისამართით დაწერა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილმა. დღეს, 6 ივნისს, საკონსტიტუციო სასამართლო ამ კონფლიქტს განცხადებით გამოეხმაურა. ტექსტი განცხადებიდან, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოსამართლე ცაბუტაშვილი ბოდიშს იხდის: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გამოთქვამს წუხილს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლესა და ერთ-ერთ მოსარჩელეს შორის სოციალურ ქსელში …

მეტეოროლოგები: ზაფხულში ჰაერის ტემპერატურა ნორმაზე მაღალი იქნება

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ( WMO)-ს ექსპერტების დასკვნით, 2018 წლის ზაფხულის პერიოდში ბალკანეთის ნახევარკუნძულის, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს და კავკასიის რეგიონის ამინდის ფორმირებას, წყნარ, ატლანტიკისა და ინდოეთის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები განაპირობებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ზაფხულში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე (საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობა) მაღალი, ხოლო ნალექი ნორმაზე ნაკლებია მოსალოდნელი. …

ზაფხულის პირველი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4-5 ივნისს, ბათუმში საკმაოდ გრილი, ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. საღამოს და ღამით, შესაძლოა ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 20  – 25  გრადუსი   ღამით: 13 – 18 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: დღისით: 16 – 21  გრადუსი  ღამით: 5 – 10 …

ოჯახის წევრი: გიგა გოგიტიძის მპოვნელს ფულად ჯილდოს გადავცემთ

პოლიცია ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლეღვაში მცხოვრებ გიგა გოგიტიძეს უკვე სამი კვირაა ეძებს. ოჯახის ინფორმაციით, 1995 წელს დაბადებულ გიგა სახლიდან 12 მაისს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ოჯახის წევრების თქმით, 22 წლის გიგა გოგიტიძეს დღემდე უშედეგოდ ეძებენ და ოჯახს და სამართალდამცავებს დღემდე არა აქვთ არანაირი ინფორმაცია დაკარგულის შესახებ. თუ შეამჩნევთ მოცემულ ფოტოზე გამოსახულ მამაკაცს, დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: 577 …

ავარია ბუკნარში – დაღუპულია ქალი და კაცი

მაღალი სიჩქარით მოძრავი BMW-ს ტიპის ავტომანქანა თბილისი-ბათუმის მაგისტრალის სოფელ ბუკნარის მონაკვეთზე შეეჯახა ჟიგულის ტიპის ავტომანქანას, რომელშიც საშუალო ასაკის ქალი და კაცი ისხდნენ. დაღუპულია ჟიგულში მყოფი ორივე პირი. გარდაცვლილების ოჯახის წევრები, რომლებიც ამ წუთებში იმყოფებიან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან, შიშობენ, რომ ავტომანქანაში შესაძლებელია მჯდარიყო მცირეწლოვანი ბავშვიც. „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ წყაროსთან გაარკვია – დაღუპულებს შორის არ არის მცირეწლოვანი ბავშვი. …

ზაზა სარალიძე მოქალაქეებს მოუწოდებს აქციაზე მივიდნენ

ზაზა სარალიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ დღეს 18:00 საათზე ისევ მივიდნენ აქციაზე. აქცია თბილისში უკვე მესამე დღეა იმართება. „შოთაძე ციდან არ ჩამოვარდნილა ის ამ მთავრობამ დანიშნა ამ დეპუტატებმა ამ მინისტრებმა ამ გულგრილმა ჩინოვნიკებმა. მე მათ არ ვენდობი. მათ დანიშნულ არც ერთ პროკურორს აქ რუსთაველზე მოსული ხალხი არ გამოუცხადებს ნდობას. დღეს საღამოს 6 საათზე, გელოდებით ყველას“, – …

ხულოში დაიწყო აქცია #ნუმომკლავ [ვიდეო]

დღეს, პირველ ივნისს, დაახლოებით ოთხ საათზე, ხულოს მუნიციპალიტეტის დაბაში ზაზა სარალიძის ოჯახის სოლიდარობის აქცია დაიწყო. მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები ამ წუთეში იკრიბებიან დაბის ცენტრში. ადამიანები მოძრაობენ შეძახილით – „ჩვენ ბევრი ვართ“. აქციები იგეგმება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც. აქცია განახლდა თბილისშიც. თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება …

შაბათ-კვირის ამინდი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, პირველ ივნისს, ბათუმში ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება. ასეთივე ამინდი შენარჩუნდება ბათუმში შაბათს, 2 ივნისს: სინოპტიკოსების პროგნოზის თანახმად, ხვალ, ასევე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელვა-ჭექა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, დღისით, ზოგან – 15-20 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 18 – …

მაისში უკანონო თევზჭერის 25 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 2018 წლის პირველი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, თევზჭერის წესების დარღვევის 25 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 22 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს. ამავე პერიოდში გამოვლენილია ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის 9 ფაქტი. პირველი მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში, აკრძალულ ადგილას, აკრძალული საშუალებებით თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, …

პირადობის მოწმობა არასრულწლოვნებისთვის უფასოდ – აქცია ერთი დღით

18 წლამდე პირები იუსტიციის სახლში დღეს რეგისტრაციის შემთხვევაში პირადობის მოწმობას ათ სამუშაო დღეში უფასოდ მიიღებენ. მსურველებმა განაცხადი დღეს, ექვს საათამდე უნდა შეავსონ იუსტიციის სახლში. აქცია მხოლოდ ერთი დღით მოქმედებს და ბავშვთა დაცვის დღეს, პირველ ივნისს, უკავშირდება.  

“გამოდით” – მსვლელობა ბათუმის ქუჩებში და აქცია ევროპის მოედანზე

ბათუმში, ევროპის მოედანზე აქცია მიმდინარეობს. აქციის წევრები სოლიდარობას უცხადებენ სარალიძეების ოჯახს და თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მოთხოვნებს უერთდებიან. ევროპის მოედანზე აქციის დაწყებამდე მსვლელობა გაიმართა ბათუმის ქუჩებში, ისმოდა შეძახილები: “გამოდით!” – ასე აქციის მონაწილეები ბათუმელებს მოუწოდებდნენ შეერთებოდნენ აქციას. __________________ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. …

ბათუმში დაიწყო სოლიდარობის აქცია #ნუმომკლავ

ბათუმში, ევროპის მოედანზე, დაიწყო სოლიდარობის აქცია #ნუმომკლავ. აქცია დღეს მას შემდეგ დაიგეგმა, რაც თბილისში მოკლული დათუნა სარალიძის მამისთვის ცნობილი გახდა მისი შვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება და თბილისში დაიწყო სპონტანური აქცია. ზაზა სარალიძემ დღეს მოქალაქეებს მოუწოდა, რომ გვერდში დაუდგნენ, რათა მკვლელობის მონაწილეები და მათი მფარველები კანონის შესაბამისად დაისაჯონ. ბათუმში, ევროპის მოედანზე, შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ …

ბათუმში სამსაათნახევრიანი ჩხრეკა დასრულდა – ეძებდნენ იარაღს, მაგრამ ვერ იპოვეს

დღეს, ბათუმში, დაახლოებით 17:00 საათიდან პოლიციამ ჯავახიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი კერძო სახლის ჩხრეკის ოპერაცია დაიწყო. „ბათუმელების“ ჟურნალისტის თქმით, რომელიც ადგილზე იმყოფება, ჩხრეკის დაწყებიდან თითქმის ოთხი საათის შემდეგ, გამომძიებელი უკვე ადგენს ოქმს იმის შესახებ, რომ დღეს პოლიციას ამ სახლში იარაღი არ უპოვია. „ბათუმელებს“ ამის შესახებ სახლის მესაკუთრეებმა განუცხადეს. ჩხრეკა დღეს ჯავახიშვილის ქუჩაზე სწორედ იარაღის მოტივით დაიწყო. პოლიციელები …

უკვე ერთი საათია პოლიცია ბათუმში იარაღს ეძებს – დაკავებულია ერთი პირი

ამ წუთებში ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, პოლიციამ ერთი პირი – თენგიზ თ. დააკავა. დაკავების ოპერაცია რესპუბლიკური საავადმყოფოს სიახლოვეს ჩატარდა. ამოღებულია ერთი ერთეული პისტოლეტი. „მე ძმასთან და მის ცოლთან ერთად რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვიყავი. ხმაური როცა ატყდა, გარეთ გამოვედით. მე მარტო დავრჩი და ვეძებდი ჩემს ძმას. თენგიზი როცა დავინახე, პოლიციას ჰყავდა დაკავებული“, – უთხრა „ბათუმელებს“ დაკავებულის დამ. ქალი …

პოლიცია ბათუმში ერთ-ერთ სახლში იარაღს ეძებს

ბათუმის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, კერძო სახლში პოლიცია ჩხრეკას ატარებს. იქვე შეკრებილი მოქალაქეების თქმით, პოლიცია სავარაუდოდ იარაღს ეძებს. თვითმხილველები ამბობენ, რომ სახლში შესულმა პოლიციამ ოჯახის წევრი ორი ძმა ჩხრეკის დაწყებამდე იატაკზე დააგდო. „ბათუმელების“ ჟურნალისტი ესაუბრა ოჯახის ერთ-ერთ წერს [18:25 საათზე], სავარაუდოდ, ახალგაზრდა კაცების დედას, რომელმაც თქვა, რომ ვერ ხვდება რას ეძებს პოლიცია. ახლახან [18:35] ოჯახის წევრი …

ავარია პატრულის თანდასწრებით

დაახლოებით 16:00 საათზე ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახება საპატრულო ეკიპაჟის თვალწინ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მემედ აბაშიძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების გადაკვეთაზე საპატრულო ეკიპაჟის მანქანა იდგა, „ოპელის“ მარკის ავტომანქანა ცალმხრივმოძრაობიანი ქუჩიდან, წესების დარღვევით, ცდილობდა მემედ აბაშიძის ქუჩაზე შემოსვლას, რა დროსაც BMW-ს ტიპის ავტომანქანა შეეჯახა.  

მოსალოდნელია ხანმოკლე, ძლიერი წვიმა – ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 30-31 მაისს, ბათუმში დღისით მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით კი წვიმა და ჭექა-ქუხილი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 20 – 25 გრადუსი   ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო მთაში მოსალოდნელია: დღისით: 15 – 20 გრადუსი  ღამით: 5-10 …

აჭარაში გამოავლინეს საამქრო, სადაც ფალსიფიცირებულ ლიმონათს ამზადებდნენ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, აჭარაში ერთ-ერთი ინდივიდუალური მეწარმე, კუსტარულად მოწყობილ საამქროში ახორციელებდა ლიმონათის წარმოებას, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ იყენებდა სხვა იურიდიული პირის სასაქონლო ნიშანს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული პროდუქციის ეტიკეტზე არსებული მახასიათებლები არ შეესაბამება შიგთავსს – პროდუქცია ფალსიფიცირებულია. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ლიმონათი და ტარა. გამოძიება მიმდინარებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის …

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 28-29 მაისს, ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 22 – 27 გრადუსი   ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო მთაში მოსალოდნელია: დღისით: 17 – 22 გრადუსი  ღამით: 6-11 გრადუსი სითბო ბოლო …

შაბათ-კვირის აფიშა ბათუმში

„ბათუმელები“ გთავაზობთ 26-27 მაისის ბათუმის აფიშას. შაბათ-კვირას დაგეგმილ რამდენიმე ღონისძიებას უფასოდაც შეგიძლიათ დაესწროთ. შაბათ-კვირას, ტრადიციულად, ღიაა მუზეუმებიც. კინოთეატრი „აპოლო“, 26-27 მაისი „მშვენიერი პრინცი და პრინცესები“ [3D, ქართულ ენაზე] – 12:00 საათზე „სოლო: ვარსკვლავური ომები“ [3D რუსულ ენაზე] – 16:00 საათზე; 19:00 საათზე „შესვლა აკრძალულია“ [რუსულ ენაზე]  – 16:45 საათზე „დედპული 2“ [რუსულ ენაზე] –  22:00 საათზე ბილეთის ფასი: 7-10 ლარი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ …

ძროხები გონიოში, ბუნგალოსა და პლაჟზე [ფოტოამბავი]

გონიოს პლაჟისა და ბუნგალოების სტუმრები ჯერჯერობით მხოლოდ ძროხები არიან. გონიო, რომელსაც წლების წინ სოფლის სტატუსი ჰქონდა, ათ წელზე მეტია ბათუმის საზღვრებშია მოქცეული, თუმცა აქაურებისთვის მსხვილფეხა საქონელი შემოსავლის წყაროა. ტურისტები ჯერ არ ჩანან, ამიტომ ძროხები ზღვის ნაპირს თავისუფლად მიუყვებიან.

ჰაერის ტემპერატურა 22-27 გრადუსი – შაბათ-კვირის ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ბათუმში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ხვალ, 26 მაისს, მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, თუმცა უმეტესად – უნალექოდ. ღამით შესაძლოა ხანმოკლე წვიმა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 22 – 27 გრადუსი   ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო მთაში მოსალოდნელია: დღისით: 16 …

ლევან გორგაძემ სუმოს ცოცხალ ლეგენდად მიჩნეული სპორტსმენი დაამარცხა

ტოჩინოშინმა, იგივე ლევან გორგაძემ, მონღოლი სპორტსმენი, იოკოძუნა ჰაკუჰო დაამარცხა, რომელიც სუმოს ცოცხალ ლეგენდად მიიჩნევა. ტოჩინოშინი და ჰაკუჰო აქამდე 25-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ყველა შეხვედრა მონღოლი სპორტსმენის გამარჯვებით სრულდებოდა, თუმცა ამჯერად ტოჩინოშინმა გამარჯვების მოპოვება შეძლო. ლევან გორგაძე მე-12 დღეა გაზაფხულის ტურნირის ლიდერია, მან 12 შეხვედრიდან ყველა მოიგო. ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) წელს იანვრის ბაშოს (იმპერატორის თასის) გამარჯვებული გახდა. …

უტაქტო შეკითხვების რეიტინგი – გამოკითხვის შედეგი

გამოკითხვა – „შეკითხვა, რომელსაც ვერ იტანთ“ – batumelebi.ge-ზე 12 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოკითხულთა უმრავლესობამ, 25 პროცენტზე მეტმა, 240-მა ადამიანმა სწორედ ხელფასზე დასმული კითხვა მიიჩნია ყველაზე ცუდ შეკითხვად. გამოკითხვაში სულ 948 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.  უხერხული და უტაქტო შეკითხვების რეიტინგი ასე გადანაწილდა: რამდენი გაქვს ხელფასი? – 240 ხმა  როდის თხოვდები? – 136 ხმა ცოტა ხომ არ გასუქდი? …

მერია გარემოვაჭრეებს ახალ ადგილზე ნებაყოფლობით გადასვლის შემთხვევაში 600 ლარს სთავაზობს

 ბათუმის მერია უკანონო გარევაჭრობის შესაჩერებლად გარემოვაჭრეებს გოგოლის ქუჩაზე, ალტერნატიულ ფართობში გადასვლის სანაცვლოდ განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. კერძოდ, ყველა იმ გარემოვაჭრეს, რომელიც ნებაყოფლობით, სათანადო აღრიცხვის საფუძველზე, გაათავისუფლებს უკანონოდ დაკავებულ ტერიტორიას, გადავა და საქმიანობას გააგრძელებს გოგოლის ქ. #1-ში მდებარე ალტერნატიულ ფართობში, ბათუმის მერია და სს „მეტრო ავრასია ჯორჯია“ კომპენსაციის სახით გადასცემენ 200 ლარს ყოველთვიურად, 3 თვის განმავლობაში. გარდა ამისა, …

დამნაშავეობა სოციალური რაკურსით

ავტორი: ესმა გუმბერიძე ხშირად მეფიქრება გამდიდრების შესახებ ფილმებზე. მაგალითად, „უოლსტრიტის მგელი“ ან ფილმები კრიმინალურ სამყაროზე, სადაც ნაჩვენებია ლამაზი ცხოვრება, ფუფუნება, ძვირადღირებული მანქანები, ჩემოდნებით ფული, სეიფები. მთავარი გმირი ბოლოს კი გადარჩება და დიდ წარმატებას მიაღწევს, მაგრამ იმავე ფილმში რამდენი ადამიანი იღუპება, რამდენი კოტრდება, რამდენს არ გამოსდის ამ გზით სიმდიდრის მოხვეჭა და წარმატების მიღწევა. ფილმში ესეც არის …

Exit mobile version