მთიანი აჭარა

ცხოვრება მეწყერის ზონაში

30.05.2012 • • 1472
ცხოვრება მეწყერის ზონაში

„ნელ-ნელა სიკვდილს, უცებ სიკვდილი მირჩევნია“, – ასე ხსნის ფრიდონ დუმბაძე მარნეულიდან ხულოში, სოფელ თხილვანაში ე.წ. რისკის ზონაში დაბრუნების მიზეზს. უკან დაბრუნება არჩიეს ფრიდონ დუმბაძის მეზობლებმაც. ოფიციალური სტატისტიკით, ბუნებრივი კატასტროფების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა საქართველოში 35 000-ს აღწევს; რისკის ზონებში კი, დღემდე 11 000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. გეოლოგები ამ ოჯახებს პირველ-მეორე კატეგორიას ანიჭებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ სახლებში ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია.

ცაგო კახაბერიძე

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო რისკის ზონაში მცხოვრებ ოჯახებს ჩასახლებას, ძირითადად, ადიგენში, ლანჩხუთსა და მარნეულში სთავაზობს. ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის აჭარიდან სულ 800-მდე ოჯახი გაასახლეს; მათ შორისაა სოფელ თხილვანიდან განსახლებული 430 ოჯახიც, რომელთაგანაც ბევრი ჩასახლების ადგილებში არსებული რთული პირობების გამო უკან დაბრუნდა და ცხოვრებას ისევ მეწყერსაშიშ ზონაში აგრძელებს. `თვენახევარი ისე გავიდა, აბაზანაში არ შევსულვარ, წყალი არ იყო; ნაკვეთი მოგვცეს ძალიან პატარა, ოთხას კვადრატზე რა უნდა მოგვეყვანა? – ცუდ ამინდში კი სახლშიც ისევე წვიმდა, როგორც გარეთ. სამუშაო? – თურქეთში გადავდიოდი, ცოლ-შვილი რომ მერჩინა“, _ ამბობს სოფელ თხილვანას მკვიდრი დავით ქამადაძე.
მეწყრული პროცესების გააქტიურება თხილვანაში 1984 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. აქაურების მონათხრობით ამ პერიოდში მეწყერმა „ათამდე საცხოვრებელი სახლი წაიღო და საკარმიდამო ნაკვეთები გაანადგურა“. მეწყრული მოვლენების შედეგად ხევშია ჩავარდნილი ხიდი, რომელიც სოფელს მეორე უბანთან და, შესაბამისად, ცენტრალურ გზასთან აკავშირებდა.
ქამადაძეების ოჯახის დიასახლისის მონათხრობით, ადრე ბზარი იმდენად პატარა იყო, რომ სოფლის იქითა მხარეს დარჩენილ მეზობელთან `დილაობით ყავაც კი გადაჰქონდა~, ახლა კი ნაპრალის სიღრმე დაახლოებით 10 მეტრს აღწევს, დამეწყრილი ტერიტორია კი იმდენად დიდია, რომ შემოვლითი გზის გაკეთება დღემდე ვერ ხერხდება; ხევის იქეთა მხარეს მოსახვედრად, ხალხს ხევში ჩასასვლელი პატარა ბილიკი აქვს გაკეთებული.
გეოლოგები მეწყერსაშიშ ზონაში არსებულ საცხოვრებელ სახლებს ოთხ ძირითად კატეგორიად ყოფენ, პირველი-მეორე კატეგორია მთლიანად და ნაწილობრივ დანგრეულ სახლებს აერთიანებს, რომლებიც აღდგენას აღარ ექვემდებარება და ამ სახლებში მცხოვრები ოჯახები სასწრაფო განსახლებას საჭიროებენ; მესამე-მეოთხე კატეგორიაში კი ერთიანდება სახლები, რომლებიც აღდგენას ექვემდებარება ან საერთოდ არ არის დაზიანებული, უბრალოდ, დამეწყრილ ტერიტორიაზეა.
ამ მოქალაქეებს სახელმწიფო სხვა რეგიონში ჩასახლებას სთავაზობს, ნაწილს კი ფულადი კომპენსაციით ეხმარება; ბევრ შემთხვევაში ამ თანხას ეფექტურად იყენებენ, თუმცა არის შემთხვევები, როცა თანხა არამიზნობრივად იხარჯება და ოჯახი ცხოვრებას ისევ მეწყერსაშიშ ზონაში აგრძელებს. მაგალითად, ნელი ხალვაშის ოჯახისთვის, ორთაბათუმის თემის რწმუნებულის მერაბ ძნელაძის ინფორმაციით, მთავრობას კომპენსაციის სახით 23 ათასი ლარი გადაუხდია. „ამ ფულით ნელის ბიჭებმა მანქანები იყიდეს, ნაწილით კი ბინა იქირავეს ქალაქში, ახლა ისევ დახმარებას ითხოვენ“, – ამბობს მერაბ ძნელაძე „ბათუმელებთან“.
ნელი ხალვაშის სახლი სოფელ წინსვლაში მაღლობზეა განთავსებული, სახლის წინა ფასადი, რომელიც მთლიანადაა ჩამონგრეული, სოფლის ცენტრიდანაც კარგად ჩანს.
მიმდინარე წლის განმავლობაში აჭარის გეოლოგიური სამსახურმა, სტიქიურ-გეოლოგიური პროცესების ვიზუალური კვლევის შედეგად, მეწყერსაშიშ ზონებში მცხოვრებთაგან პირველ-მეორე კატეგორიაში კიდევ 76 ოჯახი შეიყვანა.
არასამთავრობო ორგანიზაცია ჩENN-ის წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი, რომელიც გასულ კვირას სოფელ თხილვანაში სარისკო ზონების მოსანახულებლად არასამთარობო ორგანიზაცია „ბორჯღალოსა“ და ევროკავშირის წარმომადგენელთან ერთად იმყოფებოდა, ამბობს, რომ ამ საკითხზე სახელმწიფოსგან სისტემური მიდგომა ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული: „როდესაც ჩვენ ვახდენთ კონკრეტული პრობლემის აფიშირებას, სახელმწიფო ამ კონკრეტულ შემთხვევას ეხმაურება, მაგრამ არ არსებობს ერთიანი სტრატეგია, საჭიროა სისტემური მიდგომის შემუშავება“.
რეზო გეთიაშვილმა ბოლო დროს საქართველოში ბუნებისადმი არაკორექტულ მიდგომაზეც გააკეთა აქცენტი: „ციდან მხოლოდ წვიმა მოდის, რომელიც არ უნდა გადაიქცეს ბუნებრივ კატასტროფად; საქართველოში კი, რაც წვიმას მოსდევს, იგივე მოსდევს იაპონიაში მიწისძვრას, შეიძლება ერთხელ მოსულმა წვიმამ მთელი ქვეყანა დააქციოს. სამწუხაროდ, როცა ხელისუფლება ბუნებრივ რესურსებს იყენებს, შესაძლო უკუშედეგებს არ განიხილავს“.

გადაბეჭდვის წესი