სიახლეები

უსახლკაროებისთვის იაფი სახლის აშენება გადაიდო

31.12.2014
უსახლკაროებისთვის იაფი სახლის აშენება გადაიდო

 

„ეს თანხა იქნება შენარჩუნებული და მშენებლობა მაშინ დაიწყება, როცა სახლის პროექტი იქნება მზად“, – განაცხადა ზურაბ ბერიძემ. მისივე ინფორმაციით, მშენებლობის დაწყებამდე რამდენიმე ეტაპია გასავლელი: „როგორც იცით, იაფი სახლის მშენებლობა ბენზეში, ბარაკების ადგილზე იყო გადაწყვეტილი. ამ ტერიტორიაზე 60 ოჯახი ცხოვრობს და ჯერ მათთან მიდის მოლაპარაკება, რომ ფართობი კომპენსაციის სანაცვლოდ გაათავისუფლონ. მერიის დადგენილებით, მოსახლეობას 1 კვ.მეტრში 700 ლარს ვთავაზობთ. ამ შეთავაზებაზე თანახმაა მოსახლეობის ნახევარზე მეტი, თუმცა არიან მოწინააღმდეგეებიც. დაახლოებით ოცამდე ოჯახმა კომპენსაციის მიღებაზე წერილობით თქვეს უარი, მათ 700 ლარზე მეტი მოითხოვეს“.

 

ბათუმის მერია
ბათუმის მერია

ვიცე-მერის თქმით, კომპენსაციის ოდენობის გაზრდა არ განიხილება. იმ შემთხვევაში, თუკი მერია ვერ მიაღწევს მოსახლეობასთან შეთანხმებას, ზურაბ ბერიძის განცხადებით, იაფი სახლი ქალაქის სხვა ტერიტორიაზე აშენდება: „ძალადობრივი მეთოდები მოსახლეობის მიმართ არ იქნება გამოყენებული და სახლი აშენდება მერიის კუთვნილ, თავისუფალ მიწაზე. ადრე რამდენიმე ვარიანტი იყო განხილული, მათ შორის ჯავახიშვილის ქუჩაზეც და სხვაგანაც. ალბათ ამ ტერიტორიების განხილვა დაიწყება“.

 

კომპანია, რომელიც იაფი სახლის პროექტზე იმუშავებს, წლის ბოლოს ტენდერის მეშვეობით გამოვლინდება. „სანამ ტერიტორიის საკითხი არ გადაწყდება, მანამდე პროექტი ვერ გაკეთდება, რადგან პროექტი ამ ტერიტორიაზე უნდა იყოს ინტეგრირებული. გარდა ამისა, უნდა ჩატარდეს ტერიტორიის გეოლოგიური კვლევაც, უნდა დადგინდეს მიწის გრუნტის მდგომარეობა. ბენზეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე პროექტი ვერ იქნებოდა მორგებული“, – ამბობს ზურაბ ბერიძე.

 

ვიცე-მერი იმედოვნებს, რომ ბარაკების მფლობელი მოსახლეობისგან საბოლოო პასუხის მიღებას წლის ბოლომდე შეძლებენ: „შემდეგ უკვე, მერთან შეთანხმებით გადავწყვეტთ მოლაპარაკების ვადის გაგრძელებას ექნება თუ არა აზრი, თუ ცარიელ ტერიტორიაზე დავიწყებთ მშენებლობას“.

 

მერიაში მიიჩნევენ, რომ ამ პროცესების მოგვარებამდე იაფი სახლის მოსარგებლეთა კატეგორიებიც განისაზღვრება. ვიცე-მერის თქმით, „იაფი სახლის მშენებლობა აუცილებლად დაიწყება გაზაფხულზე“. 

 

იაფი სახლი არის პროექტი, რომლის ფარგლებში მერიამ უნდა ააშენოს 200-ბინიანი კორპუსი, რომლითაც უსახლკარო ოჯახები ისარგებლებენ. კერძოდ ისინი, რომლებიც შვიდი წლის განმავლოაბში ცხოვრობენ ბათუმში და არ აქვთ საკუთარი საცხოვრებელი, თუმცა არიან  გადამხდელუნარიანები, მერია შემდგომი გამოსყიდვის საფუძველზე მათ ბინებს თვითღირებულებაში გადასცემს. ბინის გამოსყიდვა მფლობელმა ათი წლის განმავლობაში უნდა შეძლოს. ბოლო მონაცემებით, ბათუმში 1700-მდე უსალკარო ოჯახი ცხოვრობს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: