სიახლეები

გაძვირდება თუ არა ბათუმში ტრანსპორტი

28.07.2014
გაძვირდება თუ არა ბათუმში ტრანსპორტი

 

 

 

 

„ბათუმს აქამდე არ გააჩნდა სატრანსპორტო განვითარების გრძელვადიანი გეგმა, ამიტომ ამ გეგმის შემუშავებაზე გამოცხადდა ტენდერი, 20 ათასი ლარის ფარგლებში და შეირჩა „სონდერ გრუპი“ –  აცხადებს ბათუმის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე ტიტე აროშიძე.

 

 

მისივე ინფორმაციით,  სტრატეგიული გეგმა გულისხმობს როგორც ახალი ხაზების შემუშავებას ავტობუსების დამატებისთვის, მიკროავტობუსებისთვის კი სხვა ხაზების გამოძებნას, ასევე ექსპრეს ხაზების დამატებას და ა.შ. ჯერ-ჯერობით საუბარია მხოლოდ ორ ექსპრეს ხაზზე, რომელიც მხოლოდ ა პუნქტიდან ბ პუნქტამდე იმოძრავებს და შესაბამისად, მისი ღირებულება უფრო ძვირი იქნება. შეიძლება შიდა მგზავრობის ტარიფიც გაძვირდეს, თუმცა უმნიშვნელოდ“. 

 

 

ახალი გეგმის მიხედვით, „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ მომგებიანი ორგანიზაცია უნდა გახდეს და არ უნდა დასჭირდეს ბიუჯეტიდან სუბსიდირება.

 

 

სტრატეგიული გეგმის საბოლოო ვერსია ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ოქტომრის ბოლომდე უნდა წარმოადგინოს, შემდეგ კი ბათუმის საკრებულოს წარუდგინოს დასამტკიცებლად.    

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.