სიახლეები

საზღვაო აკადემიამ 1 მილიონ ლარად სიმულიატორი შეიძინა

30.05.2014
საზღვაო აკადემიამ 1 მილიონ ლარად სიმულიატორი შეიძინა

ხელშეკრულების საფუძველზე ბათუმის საზღვაო აკადემიამ 1 მილიონ ლარად გემის დინამიკური პოზიციის დიპის ტიპის სიმულატორი შეიძინა, რომელსაც კომპანია ხუთი თვის შემდეგ ბათუმში ჩამოიტანს.

სიმულიატორი შორეულ ნაოსნობაში მეზღვაურებისთვის გემის მართვას ითვალისწინებს.

მსოფლიოში სულ ამ ტიპის 14 სიმულიატორი არსებობს. შავ ზღვაზე ბათუმი თურქეთის, უკრაინისა და რუმინეთის შემდეგ მეოთხე რეგიონი იქნება სადაც ამ ტიპის სიმულიატორს იყენებენ.

ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორის ირაკლი შარაბიძის თქმით : „კომპანია „ტრანსასი“ მსოფლიოში ცნობილი და ძლიერი კომპანიაა საზღვაო სიმულიატორების წარმოებაში. დღეს მსოფლიოში ძალიან მოთხოვნადია მეზღვაურები ამ სპეციფიკურ გემებზე. ეს სიმულატორები ხელს შეუწყობს ქართველ მეზღვაურების დასაქმება, შორეულ ნაოსნობაში ამ ტიპის გემებზე ცურვას“.

ბათუმის საზღვაო აკადემია კომპანია „ტრანსასთან“ 2008 წლიდან თანამშრომლობს. როგორც ირაკლი შარაბიძე ამბობს აკადემიას სიმულიატორის შესაძენად თანხა საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გამოუყო.

დღესვე საზღვაო აკადემიამ ხელი მოაწერა გერმანულ კომპანია “ფესტოსთანაც“. ხელშეკრულების ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა სახის ნავიგაციის, ჰიდრავიკული, პნევმატური, ფიზიკის ლაბორატორიების მოწყობა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.