ბათუმის ნავსადგურში მარმარილოსა და შავ ზღვაში დაგეგმილი წვრთნების „ზღვის ვარსკვლავი 2017″-ის ფარგლებში, სარაკეტო კატარღა TCG Kalkan (P-331) და ფრეგატი TCG Yıldırım (F-243) შემოვიდნენ.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ხვალ, 4 აპრილს, მსურველებს გემების დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ, 5 აპრილს კი საქართველოს სანაპირო დაცვის ერთეულებთან დაგეგმილია ერთობლივი წვრთნების ჩატარება.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ თურქული სამხედრო გემების – TCG Kalkan-ისა და TCG Yıldırım-ის ეკიპაჟის წევრებს უმასპინძლა. შეხვედრას ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში იასინ თემიზქანი ესწრებოდნენ.



![როგორ აღადგინეს იშხანი თურქეთში – დღეს და 11 წლის წინ [ფოტო]](https://batumelebi.netgazeti.ge/wp-content/uploads/2023/07/ishxani-es.jpg)


