სიახლეები

არასამთავრობო ქობულეთის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს

03.09.2013
არასამთავრობო ქობულეთის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს

 

კვლევა რამდენიმე ნაწილისაგან შედგება. მასში მოცემულია ბიუჯეტის ხარჯები, საჯარო მოხელეთა ხელფასები, პრემიები, მუნიციპალიტეტის ორგანოების ხარჯი და პროგრამული პრიორიტეტები.

 

ორგანიზაცია მუნიციპალიტეტის პროგრამების ნაწილს დადებითად აფასებს, ნაწილი კი საეჭვოდ  და ხარჯები პროგრამის მიზანთან შედარებით არაადეკვატურად მიაჩნია:

 

„40 ათასზე მეტი ლარია დახარჯული „უმწეო გარდაცვლილის ოჯახებზე ერთჯერადი დახმარების პროგრამისთვის“.  ჩვენი ძირითადი რეკომენდაცია არის მთავრობამ სწორად განსაზღვროს პრიორიტეტები, რადგან ყოველწლიურად ერთი და იგივე პროგრამის განხორციელება არ არის საჭირო .  იქნებ მართლაც მიზნობრივია  არსებული პროგრამები, მაგრამ ეს უნდა დაასაბუთოს მმართველმა ორგანომ. ბიუჯეტით გათვალისწინებულ არც ერთ პროექტს არ ახლავს ფინანსური საჭიროების დასაბუთება“ – ამბობს „ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთ-ერთ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი.  

 

კვლევის თანახმად 2012 წელს საკრებულოს საჯარო მოხელეებზე პრემიის სახით გაცემულია 116 ათას 770 ლარი. არჩილ კაიკაციშვილი გარდა პრემიებისა, კიდევ რამდენიმე პრობლემაზე, კერძოდ სატენდერო გარემოსა და ბიუჯეტის დაგეგმარებაში მოსახლეობის ჩაურთველობაზე ამახვილებს ყურადღებას.

 

 

„მარტო საკრებულოს თავმჯდომარეს 12 ათას ლარზე მეტი პრემია აქვს მიღებული. ტენდერები  დახურულია.  ტენდერში გამარჯვებული არც ერთი კომპანიის  შესახებ ინფორმაცია არ დევს. ჩვენ გვაინტერესებს, არის თუ არა მონოპოლისტური კომპანიები ამ ტენდერებში და სად იხარჯება თანხა. ინფორმაცია არ მოგვაწოდეს. არამარტო არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ  ადგილობრი მოსახლეობა უფლებამოსილია იცოდეს მის მიერ გადახდილი მოსაკრებლით რას აკეთებს თვითმმართველობა“.

 

 

კვლევა, რომელსაც „გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება  – 2012“ ეწოდება, ორგანიზაციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტს გადაუგზავნა. თუმცა საკრებულოს თავმჯდომარე  ელგუჯა ბაგრატიონი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მას ეს კვლევა არ მიუღია და შესაბამისად ვერაფერს იტყვის.  

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: