ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი მოქალაქე ბათუმში დააკავეს.
შსს-ს მიერ დღეს, 22 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ძებნილი ხელვაჩაურის პოლიციის თანამშრომლოებმა დააკავეს.
დაკავებული თურქეთის მოქალაქეა და იგი ძალადობის გამოყენებით ფულადი თანხის გატაცების ბრალდებით იძებნებოდა.
ამჟამად მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები.






