სიახლეები

„რესპუბლიკური პარტია“ ივანიშვილთან კონსულტაციებისთვის მზადაა

30.05.2012
„რესპუბლიკური პარტია“  ივანიშვილთან კონსულტაციებისთვის  მზადაა

„რესპუბლიკურმა პარტიამ“  ბიძინა ივანიშვილის  განცხადებასთან დაკავშირებით ოფიციალური პოზიცია პარტიის ვებგვერდზე გამოაქვეყნა:

“ბატონი ბიძინა ივანიშვილის 12 ოქტომბრის ღია წერილი, შინაარსითაც და სტილითაც, ახალი და მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. რესპუბლიკური პარტია ყოველთვის მზად იყო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, თავისუფლების, სამართლიანობის და დემოკრატიის ღირებულებების ერთგულ ძალებთან თანამშრომლობისთვის. ჩვენი გამოცდილება ამ მხრივ არ არის ერთგვაროვანი. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ჩვენთვის ფუნდამენტური პრინციპები პარტნიორისთვის მხოლოდ მიმდინარე ტაქტიკური ამოცანების გადაწყვეტის საშუალება აღმოჩენილა.

ამით იყო განპირობებული ჩვენი სიფრთხილენარევი ოპტიმიზმი ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის საწყის ეტაპზე. ჩვენ მასთან არ გვქონია  საქმიანი თუ პირადი ურთიერთობა, თავადაც ყოველნაირად თავს არიდებდა საზოგადოების წინაშე გამოჩენას და ამიტომ კარგად არ ვიცნობთ მის პოლიტიკურ ხედვებს და სამოქალაქო პოზიციებს.

ბოლო დღეებში მისი განცხადებებიდან რაც შევიტყვეთ, უაღრესად საყურადღებო და მნიშვნელოვანია. არის საკითხები, რომლებზეც ჩვენ განსხვავებული აზრი გვაქვს. მაგრამ არსებული ვითარების შეფასება და მომავლის ხედვა ჩვენთვის ძირითადად მისაღებია. ამიტომ, მზად ვართ საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხების ფართო სპექტრზე კონსულტაციებისთვის, რის შემდეგაც, შესაძლოა, გამოიკვეთოს თანმშრომლობის კონკრეტული კონტურები.

ნებისმიერ შემთხვევაში, მივმართავთ მიხეილ სააკაშვილს და მის მმართველ გუნდს, შეწყვიტონ პოლიტიკურ კონკურენტებთან უღირსი მეთოდებით ბრძოლა და ქართველ ხალხს მისცენ საშუალება, თავისუფალი არჩევანის გზით განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის მომავალი”.

რამდენიმე დღის წინ ლევან ბერძენიშვილმა ერთ-ერთ საგაზეთო სტატიაში განაცხადა – „ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ვინ იქნება ივანიშვილის გვერდით”.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.