სიახლეები

ხანძარი ვაჟა ფშაველას ქუჩაზე

30.05.2012
ხანძარი ვაჟა ფშაველას ქუჩაზე

 ავტორი: ლელა დუმბაძე

დღეს, ვაჟა ფშაველას და გორგილაძის ქუჩების კვეთაში კერძო საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. სახლიდან გამომავალი კვამლი მეზობლებმა დაახლოებით დილის ათი საათისთვის შენიშნეს. იმ დროისთვის ცეცხლმოკიდებულ სახლში ოჯახის ორი წევრი, დედა-შვილი პასკოები იმყოფებოდნენ. მათ ხანძრის შედეგად სხეულის მსუბუქი დამწვრობები მიიღეს. დაზარალებულები რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი საათის შემდეგ გადაიყვანეს. ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად ელექტროგაყვანილობა სახელდება, თუმცა ამ დროისთვის საპატრულო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან ხარძრის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი არ სახელდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.