სიახლეები

უმაღლესი სასწავლებელი მუსლიმანი სასულიერო პირებისათვის

30.05.2012
უმაღლესი სასწავლებელი მუსლიმანი სასულიერო პირებისათვის

„სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ მუფთი, ჯემალ პაქსაძე ამბობს, რომ სამუფთო საქართველოს განათლების სამინისტროსთან მოლაპარაკებას აწარმოებს ფაკულტეტის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, რომელიც მუსლიმან სასულიერო პირებს მოამზადებს. ჯემალ პაქსაძე: „ჩვენი, ეროვნული ინტერესია საქართველოში ქართულ ენაზე მიიღონ იმ ადამიანებმა უმაღლესი, აკადემიური განათლება, რომლებიც სასულიერო პირები უნდა გახდნენ. ამჟამად მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ამის შესახებ საქართველოს განათლების სამინისტროსთან. სასწავლო პროგრამა უნდა შემუშავდეს ევროკავშირის დახმარებით. როგორც ვიცი, ევროპულ ქვეყნებშიც არის მსგავსი სასწავლებლები და მათ ამის გამოცდილება გააჩნიათ.“
ჯემალ პაქსაძე ამბობს, რომ ჯერჯერობით არ იცის, სად უნდა იყოს სწავლება, ან რომელ უნივერსიტეტს უნდა დაექვემდებაროს მსგავსი ფაკულტეტი, თუმცა დასძენს, რომ უკეთესი იქნება, სწავლება დედაქალაქში იყოს.
ამ დრომდე მუსლიმანი სასულიერო პირები სასულიერო განათლებას ოჯახში, წინაპრებისგან, ან კიდევ უცხოეთში იღებდნენ. თურქეთში აქვს მიღებული განათლება ჯემალ პაქსაძესაც.
ამჟამად სამუფთოს დაქვემდებარებაში 22 პანსიონ-სასწავლებელია, სადაც 500-მდე მოსწავლე სამუფთო სამმართველოს პროგრამით გათვალისწინებულ მუსლიმანურ ლოცვებს სწავლობს. სასწავლებლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ფუნქციონირებს, აქ ძირითადად სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და აბიტურიენტები ცხოვრობენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.