სიახლეები

საქართველოს ფოსტამ ფილიალები გააუქმა

30.05.2012
საქართველოს ფოსტამ ფილიალები გააუქმა

ავტორი: ლელა დუმბაძე/ ეკა ბარამიძე

„რაიონში რომ ჩახვიდე და სახლში დაბრუნდე, 8 ლარი გჭირდება. არადა, ხშირად ოჯახებს 4-5 ლარი აქვთ შუქის ფული გადასახდელი. ყოფა რომ შემსუბუქდეს, ადგილზე უნდა გადავიხადოთ გადასახადი. სხვა შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდებ“, _ ასე აფასებს ბათუმიდან ყველაზე მოშორებული სოფლის, ხიხაძირის გამგებელი ბეგლარ გაბაიძე საქართველოს ფოსტის ბოლო გადაწყვეტილებას. მან აჭარის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის ქედაში, ხულოსა და შუახევი საფოსტო განყოფილებები გააუქმა.

საქართველოს ფოსტის ბოლო გადაწყვეტილების თანახმად, მარტო ქედაში ფოსტის 6 ფილიალია გაუქმებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ელექტროენერგიის ან სხვა გადასახადების გადასახდელად კილომეტრები უნდა გაიარო, ან არადა ლამფის შუქზე უნდა იჯდე. ამ მხრივ ყველაზე ცუდი ვითარება ხულოშია, რადგან თემებში შემავალი სოფლები ცენტრისგან ათეული კილომეტრითაა დაშორებული.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კვიახიძეების რწმუნებული იური თავდგირიძე ამბობს, რომ ადრე ელექტროენერგიის საფასურს სოფლებშივე იხდიდნენ: „როცა პენსიებს არიგებდნენ, მაშინ იწერებოდა შუქის ქვითრებიც. ასე უფრო მარტივი იყო გადახდა. ახლა კი მოქალაქეს ორმაგი ხარჯის გაღება უწევს. ზოგჯერ შუქის ფული 3 ლარია, რაიონში ჩასვლა და სახლში დაბრუნება კი 4 ლარი ჯდება“.

სოფელი ნაღვარევი შუახევის დაბის ცენტს 18 კილომეტრითაა დაშორებული, ამიტომ მათ კიდევ უფრო მაღალი ფასის _ 6 ლარის გადახდა უწევთ მგზავრობისთვის. „გვქონდა გამგებელთან შეხვედრა და ვთხოვეთ როგორმე მოაგვარონ ეს პრობლემა. გვითხრეს, სოფლის თემებში საგადასახადო აპარატები უნდა დავდგათო, მაგრამ როდის არავინ იცის“, _ ამბობს იური თავდგირიძე, ამ სოფლის გამგებელი.

ეს ცვლილება მხოლოდ ხარჯების თვალსაზრისთ არ ართულებს სოფელში ცხოვრებას. გადასახადის გადახდის მიზნით სოფლებიდან წასული ადამიანები დაბის ცენტრებში დამქანცველ რიგებში საათობით დგანან. ამჟამად, თითოეული მუნიციპალიტეტის ცენტრში მხოლოდ ფოსტის თითო ფილიალი ფუნქციონირებს, თემებში არსებულმა საფოსტო განყოფილებებმა კი, სადაც მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადს იხდიდა, მუშაობა პირველ აგვისტოს შეწყვიტა. „რიგში დიდხანს დგომა არ შემიძლია. უბნის ელექტრიკოსს ვთხოვე, აქ გადავიხდი თანხას-მეთქი, მაგრამ ჩვენ ეს არ გვეხებაო, მიპასუხა. ვისაც ეხება, იმან მოაგვაროს ეს პრობლემა“, _ ამბობს ქედელი მანანა ბარამიძე.

ქედელები ნორმალური პირობების შექმნას ითხოვენ. „აქ ქალაქი არ არის, როცა გინდა მაშინ მიხვიდე და გადაიხადო. ჯერ საათობით რიგში უნდა იდგე, მერე მარშრუტკას ელოდო, რომ სახლში დაბრუნდე. ყოველთვის სხვას ხომ ვერ ვთხოვთ, რომ ჩამოვიდეს და გადაგვიხადოს“, _ აცხადებენ ქედის მცხოვრებლები.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბადრი დიასამიძე ამბობს, რომ „ენერგო პრო-ჯორჯიას“ ოთხ მჭიდროდ დასახლებულ თემში (მახუნცეთი, მერისი, დანდალო და ცხმორისი) ფილიალების შენარჩუნება სთხოვეს, მაგრამ მათი თხოვნა არ გაიზიარეს.

მუნიციპალიტეტებში ფოსტის გარდა „საქართველოს ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ თითო ფილიალიც ფუნქციონირებს, მაგრამ თვის ბოლოს ისინიც გადატვირთულია, თანაც უფასო მომსახურება მხოლოდ „ლიბერთი ბანკს“ აქვს. თითოეულ მუნიციპალიტეტში მინიმუმ 15-20 სოფელია გაერთიანებული. თითოეულ სოფელში კი საშუალოდ 100 კომლი ცხოვრობს, ამიტომ ამდენი გადამხდელის მოკლე დროში მომსახურებას არსებული ფილიალები ვერ უზრუნველყოფენ.

„ენერგო პრო-ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, გიორგი სურმავა ამბობს, რომ ეს პრობლემა ენერგოკომპანიის გადასაწყვეტი არ არის: „ჩვენ ხელშეკრულება მომსახურებაზე საქართველოსა და ლიბერთი ბანკთან გვაქვს, მაგრამ ეს შეთანხმება არ ნიშნავს იმას, რომ ბანკს ფილიალების გახსნა დავავალოთ სოფლებში ან თემებში“.

რაც შეეხება საქართველოს ფოსტას, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნუგზარ ბრეგვაძე ამბობს, რომ ფილიალების დახურვის შესახებ ინფორმაცია არასწორია: „არსად არაფერი გაუქმებულა, მიმდინარეობს რეორგანიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით _ ახალ მოდელზე გადავდივართ. ასე რომ, ყველასთვის ხელმისაწვდომი და გაადვილებული მექანიზმით ძალიან მალე დავიწყებთ მუშაობას“. ნუგზარ ბრეგვაძე რეორგანიზაციის დასრულების კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.