გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 სექტემბრის 21 საათიდან 24 სექტემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:
- დღისით: 21 – 26 გრადუსი სითბო
- ღამით: 11 – 16 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
- დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
- ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა 1-2 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +23 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 25 სექტემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 26-27 სექტემბერს კი – წვიმა.






