“თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, სოლიდარობა მზია ამაღლობელს!” – ბერლინში, საქართველოს საელჩოს წინ, ამ სახელწოდებით აქცია-პერფორმანსი გაიმართა.
პირველ აგვისტოს საქართველოს საელჩოს წინ ბერლინში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები მივიდნენ და უკანონო პატიმრობაში მყოფი თანამოქალაქეების პატიმრობა გააპროტესტეს.
აქცია-პერფორმანსის ორგანიზატორი იყო ორგანიზაცია „გზა“ – ქართველი აქტივისტების გაერთიანება ევროპაში.
„მზია ამაღლობელი, რომლის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით მიმდინარეობს, დღეს როგორც არასდროს საჭიროებს საზოგადოებრივი სოლიდარობის ხმას. სოლიდარობა არის მოქმედება. თავისუფლება ყველას, ვინც საქართველოში სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძვის“, – ნათქვამია პერფორმანსის ავტორთა განცხადებაში.
აქციაზე წარმოდგენილი იყო არტ-ინსტალაცია „სინათლე წყვდიადიდან“, რომელიც ეძღვნება სინდისის პატიმრებს — იმ ადამიანებს, რომლებიც სიმართლის თქმის გამო ხვდებიან სისტემური დევნის სამიზნეში.






