უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 20 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 975 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 040]
- ტანკი – 10 834 ერთეული [+1]
- ჯავშანტექნიკა – 22 567 ერთეული [+5]
- საარტილერიო სისტემა – 28 067 ერთეული [+58]
- MLRS – 1 388 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 167 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 372 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 336 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 36 621 ერთეული [+118]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 197 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 49 093 ერთეული [+105]
- სპეცტექნიკა – 3 894 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 662 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 57 718 უპილოტო საფრენი აპარატი
- 605 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 23 399 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 563 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 25 028 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 35 668 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს – დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რის შემდეგაც ტრამპმა მის სოციალურ ქსელში, TruthSocial-ში დაწერა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება:
ტრამპი პუტინთან საუბარზე: სულისკვეთება შესანიშნავი იყო, რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს






