უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 970 690 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 220]
- ტანკი – 10 812 ერთეული [+8]
- ჯავშანტექნიკა – 22 514 ერთეული [+13]
- საარტილერიო სისტემა – 27 872 ერთეული [+45]
- MLRS – 1 384 ერთეული [+2]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 166 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 372 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 336 ერთეული [+1]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 36 000 ერთეული [+140]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 197 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 48 547 ერთეული [+165]
- სპეცტექნიკა – 3 892 ერთეული [+8]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 662 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 57 275 უპილოტო საფრენი აპარატი
- 605 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 23 339 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 563 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 24 911 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 35 489 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
მედიის ცნობით, დღეს, 15 მაისს, თურქეთში, სტამბოლში, რუსული დელეგაცია უკვე ჩავიდა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე, რომლის მთავარი თემა ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება იყოს. რუსეთის დელეგაციაში არ არის რუსეთის პრეზიდენტი, პუტინი და არც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ლავროვი.
გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი აცხადებდა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აგვიანდებოდა დათანხმება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე. მერცი წერდა ასევე, რომ უკრაინის უპირობო თანხმობის შემდეგ ბურთი რუსეთის მოედანზეა.
„პუტინი არის ის, ვინც ყველაფერს განსაზღვრავს რუსეთში, ასე რომ, მხოლოდ მას შეუძლია გადაწყვიტოს ომის საკითხი. ეს მისი ომია. მაშასადამე, მოლაპარაკებები უნდა იყოს მასთან”, – თქვა ზელენსკიმ ტრადიციულ მიმართავში 13 მაისის საღამოს. ზელენსკი ასევე აცხადებდა, რომ ის პირადად ელოდებოდა პუტინს თურქეთში.
აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი კი ვარაუდობდა, რომ ხუთშაბათს, თურქეთში, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს შეუერთდება.






