უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 861 090 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 170]
- ტანკი – 10 101 ერთეული [+12]
- ჯავშანტექნიკა – 21 075 ერთეული [+12]
- საარტილერიო სისტემა – 23 275 ერთეული [+53]
- MLRS – 1 285 ერთეული [+2]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 068 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 25 686 ერთეული [+181]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 064 ერთეული [+1]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 37 679 ერთეული [+74]
- სპეცტექნიკა – 3 751 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 653 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 43 772 უპილოტო საფრენი აპარატი
- 594 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 21 502 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 518 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 21 815 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 31 775 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე
- დღეს, 18 თებერვალს, საუდის არაბეთში შეერთებული შტატებისა და რუსეთის ოფიციალური პირებს შორის შეხვედრა იგეგმება. ელ-რიადში უკვე ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. მას შეუერთდებიან დონალდ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ უოლცი და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი.
- რუსეთის დელეგაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და ვლადიმერ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი შედიან






