მთავარი,სიახლეები

პენსია 35 ლარით იზრდება, რიგითი პარლამენტარის ხელფასი კი 7 ათასი ლარით

01.01.2025
პენსია 35 ლარით იზრდება, რიგითი პარლამენტარის ხელფასი კი 7 ათასი ლარით

საქართველოში 2025 წლის პირველი იანვრიდან პარლამენტის წევრებს ხელფასები (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) გაეზარდათ.

პარლამენტის თავმჯდომარეს ხელფასი  6 740 ლარიდან 14 600 ლარამდე გაეზრდება;

პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – 6 400 ლარიდან 13 432 ლარამდე, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 6 340 ლარიდან 13 140 ლარამდე ეზრდება ხელფასი.

საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარეს ხელფასი 5 540 ლარიდან 12 556 ლარამდე გაეზრდება; კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს კი – 4 800 ლარიდან 12 410 ლარამდე. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი 4 740 ლარიდან 11 972 ლარამდე გაეზრდება.

ხოლო პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის პარლამენტში თანამდებობის პირი, ხელფასი გაეზრდება 4 624 ლარიდან 11 680 ლარამდე.

საქართველოში დღეიდან, პირველი იანვრიდან, იზრდება პენსიაც, ოღონდ გაცილებით ნაკლებად შესამჩნევად.

კერძოდ, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში 540 ლარს გაუტოლდება.

70 წლამდე პირთა პენსია, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, ასევე იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 350 ლარის, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში – 420 ლარის ოდენობით.

ასევე,  შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სოციალური გასაცემელი იზრდება 35 ლარით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: