შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს „გლოვოს“ კურიერის დაჭრაშია ბრალდებული, რომელიც იძებნებოდა.
„ბრალდებულმა ნ.მ.-მ მიმდინარე წლის ივლისის თვეში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთ-ერთი კომპანიის კურიერს თ.ს.-ს ორივე ფეხის არეში სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“ – იუწყება შსს.
უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალად ედება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, ტარება. იგი 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევია.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე თემაზე: ოჯახის ინფორმაციით, თბილისში გლოვოს კურიერი შეკვეთის დატოვების შემდეგ დაჭრეს






