უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 342 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 300]
- ტანკი – 5 692 ერთეული [+10]
- ჯავშანტექნიკა – 10 616 ერთეული [+22]
- საარტილერიო სისტემა – 8 088 ერთეული [+12]
- MLRS – 920 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 605 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 324 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 206 ერთეული [+33]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 606 ერთეული [+10]
- გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 10 675 ერთეული [+13]
- სპეცტექნიკა – 1 185 ერთეული [+9]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 550 თვითმფრინავი
- 257 ვერტმფრენი
- 9 687 უპილოტო საფრენი აპარატი
- 442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 14 046 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 188 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 7 329 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 16 288 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.






