უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 27 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 244 270 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +590]
- ტანკი – 4 186 ერთეული [+9]
- ჯავშანტექნიკა – 8 147 ერთეული [+11]
- საარტილერიო სისტემა – 4 745ერთეული [+18]
- MLRS – 698 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 457 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 311 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 996 ერთეული [+3]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 347 ერთეული [+40]
- გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 7 229 ერთეული [+18]
- სპეცტექნიკა – 708 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 27 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 457 თვითმფრინავი
- 244 ვერტმფრენი
- 5 291 უპილოტო საფრენი აპარატი
- 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 10 966 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 140 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 5 636 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 11 920 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
[yellow_box]რუსეთი, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს შავი ზღვაში უკრაინის ბლოკადას – ISW[/yellow_box]
ამავე თემაზე:
შავ ზღვაში არსებობს ძალადობის ზრდის რისკი – ბრიტანეთის დაზვერვა






