უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 13 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 236 040 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +510]
- ტანკი – 4 092 ერთეული [+2]
- ჯავშანტექნიკა – 7 999 ერთეული [+9]
- საარტილერიო სისტემა – 4 425 ერთეული [+23]
- MLRS – 678 ერთეული [+4]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 421 ერთეული [+61]
- თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 310 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 752 ერთეული [+26]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 271 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 6 995 ერთეული [+17]
- სპეცტექნიკა – 652 ერთეული [+5]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 13 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 455 თვითმფრინავი
- 242 ვერტმფრენი
- 4 995 უპილოტო საფრენი აპარატი
- 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 10 687 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 138 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 5 440 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 11 646 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
[yellow_box]ზედიზედ მესამე ღამეა რუსეთი კიევს დრონებით ესხმის თავს[/yellow_box]
ამავე თემაზე:
უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი, რომელსაც 4 შვილი დარჩა






