უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 15 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 217 910 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +580]
- ტანკი – 3 955 ერთეული [+12]
- ჯავშანტექნიკა – 7 667 ერთეული [+14]
- საარტილერიო სისტემა – 3 793 ერთეული [+10]
- MLRS – 604 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 364 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 314 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 301 ერთეული [+1]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 333 ერთეული [+9]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 199 ერთეული [+3]
- გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 6 506 ერთეული [+24]
- სპეცტექნიკა – 519 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 15 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 444 თვითმფრინავი
- 238 ვერტმფრენი
- 4 630 უპილოტო საფრენი აპარატი
- 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 9 994 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 124 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 5 121 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 10 964 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო
ამავე თემაზე:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/483188/?fbclid=IwAR0wPxTMX2E8vBCIIC2yus8z3ETWZjD1mB7W1-xuUuoB_qzR_YOOhoq5p_Y






