მთავარი,რეკლამა,სიახლეები

თიბისის ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებულმა 250 000 ფუნტის დაფინანსება მოიპოვა

09.02.2023
თიბისის ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებულმა 250 000 ფუნტის დაფინანსება მოიპოვა

საუკეთესო ინოვაციურმა სტარტაპმა Artisio-მ, რომელმაც ეს სტატუსი თიბისის ყოველწლიურ ბიზნეს დაჯილდოებაზე მოიპოვა, ბრიტანული საინვესტიციო ფონდისგან, Jenson Funding Partners 250 000 ფუნტის დაფინანსება მიიღო.

მიღებული ფინანსური რესურსი მნიშვნელოვნად გააძლიერებს სტარტაპს, რომელიც ბაზარს აუქციონების მართვის ერთიან, ინტეგრირებულ სისტემას სთავაზობს.

„ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რომ Artisio-მ საკვანძო ეტაპს მიაღწია – მოვიპოვეთ დაფინანსება Jenson Funding Partners-ისგან, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპზე ორიენტირებული სარისკო კაპიტალის მმართველი კომპანიაა. გარდა სოლიდური ფინანსური რესურსის მოზიდვისა, ჩვენ შევიძინეთ საუკეთესო მრჩევლები, გვაქვს Jenson Funding Partners-ის მხარდაჭერა, რომლებსაც აქვთ ტექნოლოგიური და ოპერატიული ექსპერტიზა, რაც სარგებელს მოუტანს ჩვენს მომხმარებლებს.

ეს დაფინანსება კი საშუალებს მოგვცემს, რომ აუქციონების ინდუსტრიას შევთავაზოთ უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტები. ასევე გავფართოვდეთ აშშ-ს ბაზარზე და გავუშვათ ჩვენი პლატფორმა ახალი მომხმარებლებისათვის,“ – ამბობს Artisio-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ბერდია ყამარაული.

Artisio აუქციონების მართვის SaaS სისტემაა, რომელიც ერთი ინტეგრირებული სოფტის ქვეშ აერთიანებს აუქციონების ბიზნესის სამართავად საჭირო ყველა მიმართულებას. ესენია: აუქციონის მენეჯმენტის ბექ-ოფისის სისტემა (auction management back-office software), ონლაინ აუქციონების პლატფორმა (online bidding solution), ლაივ აუქციონების სისტემა (online bidding solution with video streaming) და კოლექციის მართვის სისტემა დილერებისა და კოლექციონერებისთვის (web application for buyers & vendors).

Artisio-მ კონკურენტული უპირატესობა სწორედ ამ ცენტრალიზებული ბიზნეს ეკოსისტემის შექმნით მოიპოვა. სისტემა 100%-ით API-ზეა დაფუძნებულია, რაც საშუალებას იძლევა მივუერთდეთ და გავცვალოთ მონაცემები მესამე მხარესთან. ამ პროცესის შედეგად Artisio-ში ხდება ყველა საჭირო ინფორმაციის ცენტრალიზება, რაც შემდეგ AI-ს დახმარებით მუშავდება და კლიენტ კომპანიებს საშუალებას აძლევს, გაცილებით ეფექტურად მართონ ბიზნეს პროცესები და მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.

ბაზრის მოცულობის მხრივ აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 500 000 კომპანიაა, რომელიც პროდუქციის რეალიზებას აუქციონების მეშვეობით ახდენს, ხოლო ბაზრის მოცულება 200 მილიარდ დოლარს შეადგენს.

Artisio-მ ფუნქციონირება  2021 წლის დასაწყისში დაიწო და ამჟამად აუქციონის ბიზნესში 200-ზე მეტი ადამიანი ყოველდღიურად იყენებს მას რუტინული ამოცანების გასამარტივებლად და აუქციონის მართვის მთელი პროცესის ავტომატიზებისთვის (ინვენტარის მართვა, გაყიდვა და აუქციონის შექმნა, კლიენტების მართვა, ანგარიშგება და ანალიტიკა, ინვოისი და გადახდები და მეტი).

Artisio-ს გუნდი მიღწეულ შედეგებზე გაჩერებას არ აპირებს, სტარტაპის მიზანია მომავალში შექმნას ისეთი პლატფორმა, სადაც ე.წ onboarding -ის პროცესს პლატფორმის ახალი მომხმარებლები დამოუკიდებლად გაივლიან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: