მთავარი,სიახლეები

გერმანელი მინისტრის განმარტება, რატომ ვერ ეხმარება უკრაინას ბოლომდე – Bild 

03.06.2022
გერმანელი მინისტრის განმარტება, რატომ ვერ ეხმარება უკრაინას ბოლომდე – Bild 

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრიდან მეოთხე თვესაც გერმანია ყველაფერს არ აკეთებს უკრაინის დასახმარებლად. ამას გერმანიის მთავრობა იმით ასაბუთებს, რომ არ სურს მესამე მსოფლიო ომის დაწყების პროვოცირება.

გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, ეს მოსაზრება ეკუთვნის გერმანიის ეკონომიკის მინისტრ, რობერტ ჰაბეკს.

მინისტრის აზრით, თუ უკრაინა გერმანიას მაქსიმალურად დაეხმარება, ეს აღიქმება ამ ომში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ჩართვად და გააჩენს მესამე მსოფლიო ომის ესკალაციის საფრთხეს.

„ჩვენ ყველაფერს არ ვაკეთებთ… ჩვენ არ გვინდა და არც უნდა გავხდეთ ომის მონაწილე. არა მხოლოდ ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლის შიშის გამო, რომლებიც ბრძოლის ველზე დაიღუპებიან, იმიტომაც, რომ ამ გზით ჩვენ გზას გავუხსნით გლობალურ ომს. სწორედ  ამიტომ ჩვენ არ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია. მაგრამ ვაკეთებთ ყველაფერს, რისი გაკეთებაც პასუხისმგებლიანი იქნებოდა ახლა, უკრაინის დასახმარებლად“, – განმარტა ჰაბეკმა.

ჰაბეკმა აღნიშნა, რომ ბერლინი „მხარს უჭერს უკრაინის სამხედრო მიზნებს“ და ირწმუნება, რომ „უკრაინა თავად გადაწყვეტს, რა იქნება მისთვის ომის წარმატებული დასასრული“.

„ომის წარმატებით დასრულება – ნიშნავს არ წააგო. გამარჯვება – ეს ღია კონცეფციაა. არ მინდა ვივარაუდო, რას შეიძლება ეს ყველაფერი ნიშნავდეს, მაგრამ არსებობს მრავალი გზა ამ ომის წარმატებით დასასრულებლად…

რაღაც მომენტში გამოჩნდება დიპლომატიური შესაძლებლობა. ცხადია, ეს შესაძლებლობა მხოლოდ მაშინ შეიძლება გაჩნდეს, როცა პუტინს აღარ შეეძლება სამხედრო გზით გამარჯვება“, – აღნიშნა ჰაბეკმა.

კიდევ ერთმა გერმანულმა გამოცემა Welt-მა გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უარი თქვა, უკრაინას მიაწოდოს ისეთი მძიმე შეიარაღება, როგორიცაა ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები, ნატოს მოკავშირეებთან შეთანხმების მოტივით.

____

მთავარ ფოტოზე: რობერტ ჰაბეკი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო/EPA

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: