მთავარი,სიახლეები

ომში სულ ლიკვიდირებულია 30 ათასამდე რუსი სამხედრო – უკრაინის გენშტაბი

28.05.2022
ომში სულ ლიკვიდირებულია 30 ათასამდე რუსი სამხედრო – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 28 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 30 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +250]
  • ტანკი – 1 330 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 3258 ერთეული [+12]
  • საარტილერიო სისტემა – 628 ერთეული [+5]
  • MLRS – 203 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 93 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 207 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 174 ერთეული [+4]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 503 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 116 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 226 ერთეული [+0]
  • სპეცტექნიკა – 48 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 28 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 182 თვითმფრინავი
  • 128 ვერტმფრენი
  • 1 045 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 324 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 297 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 444 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 714 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 3 245 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

აჯობებს უკრაინელებმა დროულად გამოიყვანონ დანაყოფები შესაძლო ალყის ზონებიდან – ინტერვიუ

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: