მთავარი,სიახლეები

ჩინეთმა უარი თქვა რუსული ხომალდების მიღებაზე თავის ორბიტალურ სადგურზე

10.05.2022
ჩინეთმა უარი თქვა რუსული ხომალდების მიღებაზე თავის ორბიტალურ სადგურზე

რუსული ხომალდები ჩინეთის კოსმოსურ სადგურ „ტიანგონში“ ვერ მოხვდებიან. ამის შესახებ სამშაბათს, 10 მაისს, ჩინეთის ტელევიზიის ეთერში ჩინეთის საჰაერო კოსმოსური სამეცნიერო და სამრეწველო კორპორაციის (CASIC) წარმომადგენელმა იანგ იუგუანმა განაცხადა.

„მომავალში შესაძლებელი იქნება სხვა ქვეყნების ტერიტორიიდან პილოტირებული და სატვირთო კოსმოსური ხომალდების გაშვება [ტიანგონგში]. მაგრამ რუსეთის შემთხვევაში არის ფაქტორი, რომელიც გასათვალისწინებელია. რუსეთი მდებარეობს ძალიან მაღალ განედზე, ხოლო ჩინურ კოსმოსურ სადგურზე დასამაგრებლად გვაქვს მარტივი მოთხოვნა: გრძედი, რომელზედაც მდებარეობს გამშვები მოედანი, არ უნდა იყოს 42 გრადუსზე მაღალი განედზე, ეს არის რუსეთთან დაკავშირებული სირთულე,“ – ციტირებს რუსული სააგენტო „ინტერფაქსი“ იან იუგუანგს.

გასული წლის ივნისში როსკოსმოსის ხელმძღვანელმა დიმიტრი როგოზინმა თქვა, რომ აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსი კოსმონავტების ჩინურ ორბიტალურ სადგურზე გაგზავნის შესახებ.

CASIC-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნები, განსაკუთრებით ევროპული, რომლებსაც აქვთ კოსმოსური პორტი საფრანგეთის გვიანაში, შეძლებენ კოსმოსური ხომალდის გაშვებას სადგურ „ტიანგონში“. იგივე ეხება იაპონიასა და აშშ-ს. მისივე თქმით, ჩინეთი განიხილავს ცხრა წინადადებას ჩვიდმეტი ქვეყნიდან ორბიტალურ სადგურზე ექსპერიმენტებისთვის, ამ ინიციატივებს მხარს უჭერს გაერო,“ –  წერს „დოიჩე ველე“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: