აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 დეკემბრის 21 საათიდან 7 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 15 – 20 გრადუსი
- ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
- დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
- ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 8-9 დეკემბერს, აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის თანახმად, ბათუმში უნალექო ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.






