Stopcov.ge-ს ცნობით, 15 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდის 1 030 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 32 801 კვლევა ტესტით.
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდით 7 პაციენტი გარდაიცვალა.
14 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.14 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.68%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.82 %.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 030 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 538 შემთხვევა, აჭარაში – 103, იმერეთში – 73, ქვემო ქართლში – 63, შიდა ქართლში – 30, გურიაში – 24, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 119, კახეთში – 42, მცხეთა-მთიანეთში – 25, სამცხე-ჯავახეთში – 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 2.
ამ ეტაპზე ქვეყანაში დადასტურებულად ინფიცირებულია 8 921 ადამიანი. მათგან 2 616 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 76 პირი.
394 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, 5 911 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
თვითიზოლაციაში იმყოფება 14 639 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 7 437 პირი, აჭარაში – 2 475, იმერეთში – 1 024.






