მთავარი,სიახლეები

დადასტურდა კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა – 29 ივლისის მონაცემები

29.07.2020
დადასტურდა კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა – 29 ივლისის მონაცემები

29 ივლისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 2 პაციენტი.

დღეის მონაცემებით საქართველოში სულ კორონავირუსის 1155 შემთხვევაა დადასტურდა, რომელთაგან 929 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა.

დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 6489 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337.

___________

ფოტოზე: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალი. წყარო: nplg.gov.ge

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: