მთავარი,სიახლეები

ბსუ სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტს სტატუსს არ შეუჩერებს

27.04.2020
ბსუ სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტს სტატუსს არ შეუჩერებს

ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს, რომ სტუდენტებს სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, სტუდენტის სტატუსს არ შეუჩერებენ.

„ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების საკითხი არ განიხილება.

სტუდენტებს, რომლებიც ვერ ახერხებს სწავლის საფასურის გადახდას, გთხოვთ, კანცელარიული წესით (online) მოგვმართოთ, რათა ინდივიდუალურად იქნას განხილული თითოეული შემთხვევა და მიეცეს შესაბამისი მსვლელობა“, – აცხადებს ბსუ-ს ადმინისტრაცია.

ხოლო, იმ სტუდენტებს, ვისაც აქვს ფინანსური დავალიანება, მაგრამ შეუძლია მისი დაფარვა, ბსუ მოუწოდებს, რომ სწავლის გადასახადი  დროულად დაფარონ.

 

მთავარი ფოტო:  ბსუ/„ბათუმელების“ არქივი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: