მთავარი,სიახლეები

მთავრობა ქობულეთში 15 ჰექტარ მიწას ასხვისებს

16.08.2019
მთავრობა ქობულეთში 15 ჰექტარ მიწას ასხვისებს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბარში რამდენიმე ნაკვეთს იჯარის წესით ასხვისებს. ელექტრონული აუქციონი გამოცხადებულია 22 526 კვადრატულ მეტრ გამწვანებულ ნაკვეთსა და მის მიმდებარედ არსებულ 816 კვადრატულ მეტრზე. ორივე ნაკვეთს მთავრობა ერთ ლოტად ასხვისებს.

მიწის ნაკვეთის შეძენით დაინტერესებული პირი ნაკვეთით 2039 წლის 10 სექტემბრამდე ისარგებლებს. მიწის ნაკვეთს სასოფლო სამეურნეო დანიშნულება აქვს და სამინისტროს მას  სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის გამოყენების პირობით ასხვისებს.

ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ოცდაოთხი თვის ვადაში სარგებლობაში გადაცემული მიწის ნაკვეთების 80%-ის ათვისება სასოფლო-სამეურნეო ნარგავებით უნდა უზრუნველყოს. აუქციონის პირობით ნაკვეთზე დაშვებულია როგორც ერთწლიანი, ასევე, მრავალწლიანი კულტურების გაშენება.

მყიდველს მოუწევს ასევე  ვალდებულებულების აღება, რომ სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე არაუმეტეს 24 თვეში, არანაკლებ 150 000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

სარგებლობაში გადაცემულ უძრავ ქონებაზე ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 თვეში მყიდველმა ნიადაგის ნაყოფიერების და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტი ფინანსთა და ეკონომიკის, ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროებს უნდა წარუდგინოს.

სოფელ ალამბარში თითქმის იდენტური პირობებით, 2039 წლამდე ვადით, იჯარის წესით კიდევ ორ მიწის ნაკვეთს ასხვისებს მთავრობა ელექტრონულ აუციონზე.

საერთო ჯამში, მთავრობა სოფელ ალამბარში 15 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთებს ასხვისებს. ნაკვეთების გასხვისებაზე ელექტრონული აუქციონი 15 აგვისტოს გამოაცხადეს, დასრულების თარიღად 10 სექტემბერია მითითებული.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: