მთავარი,სიახლეები

H1N1 – ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი აჭარაში ხუთამდე გაიზარდა

11.01.2019
H1N1 – ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი აჭარაში ხუთამდე გაიზარდა

11 იანვარს, ბათუმში, H1N1 – ვირუსით კიდევ ერთი პირი, შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ლაბორატორიულად დადასტურებულია.

ეს, გრიპის მიმდინარე სეზონზე, H1N1 ვირუსით გარდაცვალების მეხუთე შემთხვევაა აჭარაში. ღორის გრიპით მიმდინარე წლის 3 იანვრისთვის აჭარაში ოთხი პირი იყო გარდაცვლილი.

ამ დროისთვის ასევე ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ საქართველოს მასშტაბით H1N1 ვირუსით სულ 15 პირია გარდაცვლილი.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, საქართველოს ყველა მოქალაქე, არის თუ არა ის რისკჯგუფში, პრეპარატ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებს. სერგეენკოს თქმით, ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს, თუმცა მთავრობამ წამლის უფასოდ დარიგების გადაწყვეტილება მაინც მიიღო.

ამ თემაზე:

როგორ დავიცვათ თავი H1N1 ვირუსისგან – პაატა იმნაძის ექვსი რჩევა

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: