სპორტი

ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა რაბატის მასტერსი მოიგო

25.05.2015
ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა რაბატის მასტერსი მოიგო

 

ბექა ღვინიაშვილი | ფოტო: IJF

 

რაბატის მასტერსის ტურნირზე, რომელზეც მსოფლიო რეიტინგში მხოლოდ საუკეთესო ძიუდოისტები იყვნენ მიწვეულნი, ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი (90) გახდა, ვერცხლი ნუგზარ ტატალაშვილმა (73) მოიპოვა, ბრინჯაო კი  ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81). 

ბექა ღვინიაშვილმა ტურნირზე საუკეთესოდ იჭიდავა, 4 ორთაბრძოლა მოიგო და მათ შორის ისეთი ტიტულოვანი მოწინააღმდეგეები დაამარცხა როგორებიც ბერძენთა ქართველი ოლიმპიური, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი ილიას ილიადისი (ჯარჯი ზვიადაური), კუბელი მსოფლიოს ჩემპიონი ეშლი გონსალესი და იაპონელი იუია იოშიდა არიან.

ნუგზარ ტატალაშვილმა ნახევერაფინალში ორგზის მსოფლიოს ჩემპიონს, იაპონელ რიკი ნაკაიას სძლია, თუმცა ფინალი რუსეთის წარმომადგენელ დენის იარცევთან დათმო. ოქროს მედლისათვის ბრძოლას ნახევარფინალში გამოეთიშა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი, რომელმაც ბრინჯაოს მედალი კანადელი მსოფლიოს ფინალისტის და ოლიმპიური პრიზიორის ანტუან ვალუა-ფორტიეს დამარცხებით მოიპოვა. 

 

ბექა ღვინიაშვილი | ფოტო: IJF

 

ავთანდილ ჭრიკიშვილი | ფოტო: IJF

რაბატში ბრინჯაოს მედლებისასთვის კიდევ ორმა ქართველმა იჭიდავა, მაგრამ ამირან პაპინაშვილიც (60) და ლევან მატიაშვილიც (+100) დამარცხდნენ და მეხუთე ადგილზე დარჩნენ. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები მეხუთე ადგილზე გავიდა, ცალკე ვაჟებში კი – მეორეზე, სადაც ქართველები მხოლოდ იაპონიას ჩამორჩნენ.

მაროკოდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ბაქოში 12-28 ივნისს გასამართი ევროპის პირველი ევროპული თამაშებისათვის დაიწყებს მზადებას. ბაქოს ევროპული თამაშები ძიუდოისტებისათვის ევროპის ჩემპიონატის ტოლფასი შეჯიბრია და ნაკრები აზერბაიჯანში უძლიერესი შემადგენლობით გაემგზავრება. ქართველი ძიუდოისტები მედლებისთვის ბაქოში 25-28 ივნისს იბრძოლებენ. 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსსახური 


 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: